სამსახ # სამ სახური # სახური # ეჰ.
ამ პოსტსაც ტელეფონით ვწერ. მგონი ყოველთვის როცა ასე ვიზამ ამას ვიტყვი.
სამსახურისკენ მივდივარ. რამდენი რამე უნდა გითხრა, რაც ეხება სამუშაოს და მომიჯნავე აქტივობებს. შეიძლება მოვახერხო სწორად გადმოცემა, თუმცა შანსები მცირეა. რატომ? დღეს დილით ვფიქრობდი ზუსტად, როცა ვემზადებოდი – რომ რამდენიმე პოსტი მაქვს, რაც მინდოდა ის ბოლომდე ვერ ვთქვი მეთქი. საინტერესოა. ვნახოთ რა გამოვა.
დღევანდელი აუცილებლობა
რაღაც თეორიებს, ფსიქოლოგიურ ნაწილს, რეალურ ცვლილებებს ‘ხელობისას’ – რომ თავი დავანებოთ უბრალოდ 1000₾ გჭირდება – იმისთვის – რომ რამე ჭამო, იარსებო. ( პირობითად 1000₾ ) ახლა ნახე, ფსიქოლოგიურ ნაწილში, შენი თვითგამოხატვა, საჭიროების შეგრძნება და რაიმეზე ზეგავლენის თუ გავლენის თუ რაცაა ამის განცდა – ძალიან საჭირო რამე ყოფილა/ამბობენ/თურმე. ნუ ასეც შეიძლება იყოს. – ფაქტი ერთია – თუნდა “ფსიქოთეორიების” მიხედვით, როცა გშია – სხვა ამბებს აზრი არააქვს. მესმის ეს. გასაგებია. შემდეგ არის უკვე ღირებული ამბები, საქმის სიყვარული, დახვეწა და ა.შ. ვინ ვართ? – ბავშვები, რომლებიც გაიზარდნენ, ქონდათ ოცნება, საყვარელი საქმე, თამაში, სათამაშო. გაიზარე და ყველაფერი დაგავიწყდა ? არა? დიდების ფერხულში ხარ ჩართული. შეიძლება კარგად გამოგდის და ‘აპლოძისმენწები’, თუმცა შენი ‘მე’? რაღა იქნა?.
ჰოდა, გინდა თუ არა მიდიხარ, მიდიხარ და აკეთებ რაღაცას, იქნებ სხვისი თამაშისთვის აკეთებ არნახულ საქმეს, კაცმა არიცის. თან, საუკეთესოდ აკეთებ, მადლობელია გულის სიღრმეში, ის ვის საქმესაც ასე აკეთებ, თუმცა – შესაძლებელია, გამოხატოს, ძირითადად პასუხისმგებლობის მომატებაში გადადის! ასე რომ – ხო ხვდები? ვერ ხვდები ? რა საჭიროა?
“ტოჟე მნე ვაჟა”
მდააა, რაარის იცი?
სამსახური, შეიძლება იყოს კომფორტულიც, პირიქით – ძალიან შემაწუხებელიც, რაღაცნაირად – აი რომ გეზარება მისვლა ეგეთი დაწესებულება ან აქტივობა, მოკლედ – სამსახური არის ადგილი სადაც ძალიან დიდ დროს ვატარებთ, ეს იქნება პირადი ბიზნესი, რაიმე ხელსაქმე თუ სხვისი ბიზნესი, სადაც დაქირავებული ვართ, ნებისმიერი პიზიციით.
რატომ ვწერ ახლა ამას – მოდი აღვნიშნოთ – სამსახური სადაც შეიძლება შენს საქმეს აკეთებდე, ყველაფერი, ასე რომ შეხედავ ნორმალურად იყოს, ისედაც რომ შეხედო მანდაც ნორმალურად იყოს, აი ნორმალურად და არც მეტი და არც ნაკლები.
თუმცა ხალხი? ჰმ ამაზე მინდა საუბარი
ქვესათაურში “ვაჟა” იმიტომ მიწერია, რომ ხანდახან თავი ვაჟა მგონია. რას ვგულისხმობ? აი თითქოს თითქმის ყველაფერს ვგრძნობ, თანავუგრძნობ, მეც მტკივა, მეც მიხარია, შემოვდივარ თუ შევდივარ მდგომარეობაში ( აქ რამე პლიუს 21 არ იფიქრო ფლზ – ნუ თუ იღადავებ და მორჩა კიბატონო, იმიტომ რომ ერთობ “ემოშენალ სფიჩია” ), არ ვიცი – ეს მოსაგვარებელია თუ უბრალოდ უნდა მივიღო ეს და მორჩა. თუმცა ამ უკანასკნელს ვაკეთებ რაც თავი მახსოვს. ეს რას მოვაყოლე, აჰა ხალხს. ( ასქროლვა დამჭირდა, ხო გახსოვს ტელეფონით ვწერ ) ხალხი. ძალიან უცნაურია სამსახურში და მის გარეთ ხალხთან ურთიერთობა. ჩემი ფაქლტრუიზმი ხომ გახსოვს? მიშლის და თან მეხმარება. რა საოცრად, გამაოგნებლად იქცევა ხალხი ქუჩაში. ეტიკეტი და ეთიკა რომ გვერდზე გადავდოთ არ იფიქრებს შენზე უმეტესობა, ან უფლებას ვერ მისცემს საკუთარ თავს – რომ იფიქროს, რაიმეთი ხელს ხომ არ შევუშლიო. ახლა იტყვი აბა შენზე რატო უნსა იფიქროს – ვინ ხარო? თუმცა ყველა მინიმუმ იმაზე მაინც რომ ვფიქრობდეთ თუ ვერ მივეხმარებით – არ შევუშალოთ ხელი ვინმესო, თითქმის ყველაფერი მოგვარდებოდა.
სამსახურშიც – იგივეა. უბრალოდ ხალხს იცნობ, ყოველდღიურობაა, და თავს უფლებას აძლევ – რომ ‘შენებურად’ ეოხუნჯო. ნწ. ძალიან ფრთხილად იყავი. ძალიან. ემპათიურობა და ყველაფერი გვერდზე რომ გადავდოთ ისევ – არა? აი სრული ‘ შეჯიბრი ‘ ოღონდ კაცმა არ იცის რა მიმართულებით, არავინ იცის, აი ხან რა შეიძლება იყოს ხან რა. მოკლედ კატასტროფაა. საჯდომი, დასაჯდომადაა და ბუნებრივი ამბებისთვის. მაქსიმუმ +21 აქტებისთვის. არაა აუცილებელი გამორჩენის მიზნით ეცე. ხო ხვდები რასაც ვამბობ. ადამიანი ხარ. ეჰ.
სირთულე
ყველაზე რთული, ალბათ ცხოვრებისეული კონცეფციაა – სამსახურში. ვგულისხმობ, აი ყოველდღიური ურთიერთობით, შენი მეს გამოაშკარავება გიწევს და აი აქ არის ყველაზე დიდი სირთულე. როცა მაინცდამაინც არ ელი რასავ გასცემ, რადგან იცი რომ არავინაა ვალდებული დაგიბრუნოს, უბრალოდ შეგიძლია და ამიტომ გასცემ – მაგრამ – როცა ძალიან საჯდომურარ ბრუნდება, აი აქ რაღაც ამინდებს ცვლის. მთლიანად ვერ შეცვლის ფაქტია, მაგრამ რატომ? მდაა
ისიც მესმის რომ შენი ჩამოყალივების მთელ წლებთა აპოგეას ვერ ჩაატევ რამდენიმე გასაუბრებით ან სრული ‘ტრენინგით’ თვეების მანძილზე, გამორიცხულია. მითუმეტეს – როცა მეორე მხრიდნ ‘ფაქლტრუიზმი’ კიარა სრული ‘ჯოჯოხეთია’. “აძეკვაწურობიდან” კუბური ფესვი 😂
საშველი?
არა, საშველი და ამბავი იმდენად მნიშვნელოვანი არარის ამ ცხოვრებაში. ამას მივხვდი. ვგულისხმობ – აბსტრაქტულ ნაწილში რაღაცის მოგვარება საჭირო არაა და ვერც მოაგვარებ. უბრალოდ პრობლემის იდენტიფიცირება არის ის რეალური “გამარჯვება” რაც შეგიძლია მოიპოვო. ეს კარგი, საკუთარ თავთან ჰო, მაგრამ სხვები? ვერ “დაიკიდებ” სხვებს, გინდა თუ არა შენთან ინტერაქციაში არიან და რაცარუნდა “გასხივოსნდე” მაინც ჩაიძირები. ჩაგძირავენ.
ნუ იფიქრებ – რომ რამე საშველი არსებობს, რაც არის ეგ არის. ამასაც დარწმუნებული ვარ ისე გაიგებ-თ როგორც თქვენს შემთხვევაში გაქვს ვარიაცია, ან იქნებ სულ არ გაქვთ მსგავსი პრობლემა. მოკლედ წინა პოსტი ხომ გახსოვს-თ. “სუბიექწურია და ფარდობითი”
ბოლომდე ტელეფონით ვწერე, მთელი დღეა ფაქტობრივად ნაწილ-ნაწილ ვწერ. იმედია ძალიან აბდაუბდა არ ვისაუბრე.