შეთანხმებები
[ ყველაფერი სუბიექტურია ] – ეს ნათქვამიც
[ ყველაფერი ფარდობითია ] – მათ შორის ეს ნათქვამი
ჩვენ უბრალოდ ვთანხმდებით კონკრეტული სიტყვების მნიშვნელობაზე
მოკლედ და კონკრეტულად ნათქვამი სიტყვებს მხოლოდ აქ აღწერილი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ, რასაკვირველია სურვილი თუ გვაქვს სხვისი აზრების გადახედვის.
დამოკიდებულება და ‘არაპირდაპირი’ პლაგიატი
გგონია რამე განსაკუთრებული უნდა ვთქვა? [ ნწ ] 😀 ( საუბრის დასაწყებად დავსვი ეს კითხვა, მესმის – რომ საერთოდ არაფერი შეიძლება გეგონოს ). უხერხულად ვარ, ასე შეიძლება დავიწყო საუბარი – უხერხულად ვარ როცა შეუგნებლადაც რამე პლაგიატის მსგავსი გამომივა ( პლაგიატის საქვეყნო მნიშვნელობა მემგონი ყველამ იცის, ამიტომ არ დავიწყებ სიტყვების რახარუხს ). აი – რა დროს შეიძლება შემთხვევით გამოგივიდეს პლაგიატი? ( ტექნიკური ნაწილი შეიძლება მაგალითად მოვიყვანო, არატექნიკურიც, ჰუმანიტარულიც ( “გუმანიტარული” 😀 )) – აი მაგალითად, გუშინ მეგობარმა დაგირეკა, იცის რომ ტექნიკაში ერკვევი, მობილურ ტელეფონში სჭირდება რაღაც, აპლიკაცია ან რამე პარამეტრების დაყენება. იღებ ტელეფონს ხელში და ხვდები – რომ გუშინ მისმა კოლეგამ ეს ყველაფერი გააკეთა, მხოლოდ ერთი ღილაკის დაჭერაღა აკლდა, ყველაფრის საათივით წიკწიკისთვის. აჭერ ამ ღილაკს და სცენაზე შენ ხარ, პრესტიჟში ( პრესტიჟი – მაგარი ფილმია, უყურე – ჰიუ ჯეკმანი თამაშობს. ადვილად მოძებნი ) – არ გინდა რა, უხერხულად ხარ, იცი რომ ეს არარის შენი მიღწევა, უკვე ვიღაცამ გააკეთა – სიმართლე გითხრა, შეიძლება ოპონირება, შენ ხომ დაასრულე, მას არ დაუსრულებიაო. აი ზუსტად ეგაა, იცი რომ ეს შენი გაკეთებული არარის, სხვისი ნამუშევარია და ის ბოლო აკორდი არ გეგემრიელება. მგონია ზუსტად აი ეს უხერხულობა, რომელიც შეიქმნა არის რაღაც “ანტიპლაგიატი”. ისე ჩვენში დარჩეს და 0-100 რომ გამეკეთებინა მაინც უხერხულად ვიქნებოდი პრესტიჟის ამბავში. აუცილებელი არარის სრული ოვაცია, რაღაც მომენტში, კიარადა უმეტესად ყოველთვის უნდა იფიქრო რომ ეს არაფერია. “გაგისწორდეს” გაგიხარდეს – რომ გააკეთე და მორჩა. დატოვე. მიუშვი. არ გინდა ოვაცია. ხვდები? – ეს ერთ პატარა ქვიშის მარცვლის ექვივალენტური მაგალითი გითხარი პლაგიატის სამყაროსთან მიმართებაში. არატექნიკური რა შეიძლება იყოს? ჰმ – აი მაგალითად რაღაც პრობლემის გადაწყვეტა – სამსახურში ან სამეგობროში დოკუმენტაციის მომზადებისას ან რაიმე აქტივობების განხორციელებისას სხვისი ნათქვამი სიტყვების გამეორება სხვა აუდიტორიასთან, ისე რომ პირვანდელი წყაროს შესახებ არავინ იცოდეს. უწყინარია ხო? აბსოლუტურად უწყინარია. მაგრამ პლაგიატია. არ ვიცი რა ასაკიდან, თუმცა ძალიან დიდი ხანია ამას ყურადღებას ვაქცევ, მიჭერს და მაგიტომაც. უხერხულად ვარ. ყოველთვის როდესაც რაღაცას ვამბობ და რამე – თუ სხვის ნათქვამს ფორმას ვუცვლი და უფრო პროდუქტიულ ამბავად ვალაგებ ( შესაძლებელია ) აუცილებლად “ვციტირებ” ან ვიხსენიებ პირველწყაროს. თუ მოსაწონი იდეაა შესაბამისად “ვაქებ”. მემგონი ვერ გიხსნი საამაყოდ არა? არაუშავს, პირდაპირ ვწერ – გასაკვირი არაფერია. “დავარცხნილი” ნაწერი ვერ იქნება, მითუმეტეს ფილოლოგი არ ვარ 😀 თუმცა მგონია, რომ სხვა პროფესიის ადამიანების ფილოლოგებისგან გამორჩევა ძალიან სწრაფად არ უნდა შეიძლებოდეს, კარგად უნდა ვსაუბრობდეთ და ვწერდეთ უკლებლივ ყველა.
სამსახური – კოლექტივი
პირველ რიგში ვერ ვიტან სამსახურს – ეს სიტყვა მძაგს. ( პრინციპში – სამსახურსაც ვერ ვიტან ) ( კიდევ ბევრი სიტყვაა რიგში, თუმცა მაგათ ეტაპობრივად გაიგებ ) კოლეგებში ხშირია პლაგიატი, უდიდეს პლაგიარიზმს ვხვდებით აკადემიურ სივრცეში. თუმცა კოლეგებში ხშირია “მითვისებები” – სავარაუდოდ ძალიან ბევრი მიზეზით. მაგალითებიც ხომ არ ვთქვათ? კარგი ვთქვათ: ალბათ, თუ სხვის “მიგნებებს” მიითვისებს ადამიანი – თვითონ წარმოჩინდება უფრო “მძიმე” ინტელექტის მქონე. აგრეთვე, პირდაპირ კარიერისთვის საჭირო დაწინაურებების ხელის გამოსაკრავადაც შეიძლება დასჭირდეს. კოლექტივში “დაფასებული” ადამიანის თვალში “+” ების ჩანიშვნისთვის შეიძლება გამოიყენოს და ა.შ. მოქმედებები ხომ არ განვიხილოთ? თუ არსებობს X – თანამშრომელი, რომელიც ურთიერთობებზეა პასუხისმგებელი, შესყიდვები – გაყიდვები – რაც გინდა. ამადვდოულად არის Y – თანამშრომელი, რომელიც არის დამწყები ან შუა რგოლის იურისპრუდენციის სასტავიდან და Z – თანამშრომელი, რომელიც არის ან ტოპ იურისპრუდენციაში ან ნებისმიერ სხვა მაღალი რგოლის ამბებში. წარმოიდგინე სურათი, X თანამშრომელს სჭირდება ნებისმიერი რამ – აქტივობა იქნება თუ რაღაც პრობლემის გადაჭრა – როგორც ყველა სამსახურში, ორგანიზაციაში, თუ “დიმიტრი გელოვანი” არ ხარ, გიწევს სხვადასხვა პიროვნებებთან ერთად გადაჭრა პრობლემის, ეს ბუნებრივია. ჰოოდააა X თანამშრომელი – პირადი ან სხვა შეხედულებებისდაგამო პირველივეზე Y თანამშრომელს სთხოვს რაღაცის გადაწყვეტას, ან ვიღაცასთან “მოგვარებას” რომ რაღაც გადაწყდეს. Y თანამშრომელი კითხულობს Z თანამშრომელთან, აგვარებს Z თანამშრომელი და ყველაფერი კარგადაა. ამ დროს Y თანამშრომელი მიდის X თანამშრომელთან ისე რომ X-Z ერთად სხვედან – (სხვებიც) და ეუბნება რომ გადახედოს მეილს, რომ მოგვარებულია ის საქმე. რას ფიქრობ? ამ დროს ვინ ვარ მე? დამკვირვებელი ვაკვირდები ამ სიტუაციას და სიმართლე გითხრა, ეს არის კლასიკური პლაგიარიზმი, ანუ შესაძლებელი იყო ეთქვა რომ მოგიგვარე – რომ მოეგვარებინა სხვას, ანუ გასაგებია რომ რაღაც ჩართულობა იყო – თუმცა ასე უბრალოდ “დაკარგვა” ღვაწლის არაა კაი “პონტი”. შეიძლება ვიღაცამ თქვას – ეს არის “თვითგამოხატვა, საკუთარი თავის დამკვიდრება, პროცესების მართვა, მიხვედრა, რესურსის გამოყენება, დემოკრატია, კაპიტალიზმი” ( რა შუაშია ხო? ) ხოდა “ფაქ ოლ დიზ თინგზ” მეგობარო. რეალურად – ასეთი ადამიანები თუ ახლოს გყავს სადმე – იცოდე, გახსოვდეს, ფრთხილად იყავი.
სამსახური კოლექტივი 2
ყოველთვის არის ისეთი ადამიანი, რომელიც მთლიანი “ორგანიზმის” შედეგებს საკუთარ თავს მიაწერს, ვგულისხმობ ადამიანების ჯგუფის მიერ ნამუშევარს მიაწერს საკუთარ თავს, რომ გააკეთა, რომ მოაგვარა, რომ ასე, რომ ისე. მოკლედ – ამავდროულად შეიძლება არსებობდეს ადამიანი რომელსაც ლომის წვლილი აქვს და ამბობს რომ გაკეთდა ჯგუფის მიერ. კატასტროფაა ხო? ძალიან ძალიან ძალიან სხვანაირი დაკვირვება სჭირდება ამის შემჩნევას, ზოგჯერ – დილეტანტი პლაგიატი ყველასთვის შესამჩნევია – თუმცა ამაზე საჯაროდ არავინ საუბრობს, კულისებშიც კი – აი გამოცდილი პლაგიატი – რომელიც ძალიან პლაგიატი არარის მაგრამ აქვს მონაცემები – ეგ უკვე დახვეწილი “არამზადაა” რომელსაც ვერაფერს დაუმტკიცებ. უბრალოდ იცი და მორჩა.
უწყინარი პლაგიატი და ჰარმონია
არსებობს პლაგიატი, როდესაც ადამიანი აჯერებს საკუთარ თავს რაღაც მიდგომის სისწორეში, რომელიც სხვა ადამიანის მიდგომების ასლია. ამ შემთხვევაში გვხვდება მინიმუმ ორი ვარიანტი – პირველია: ადამიანი მადლიერია მიდგომების აღმოჩენისგამო, იზიარებს და არსად ჩანს ეს კონკრეტული – მხოლოდ საუბრებში, რომლებიც ძირითადად “მეტა, პეტა, გძეტა” მნიშვნელობისაა. მეორე ვარიანტია: ადამიანი, რომელიც არ არის მადლიერი, მიდგომები ჰგონია მისი, “ასაღებს” ხალხში მისად, აქვს “საკუთრების უფლების” მსგავსი “პრეტენზია” – ხშირად ბევრ რამეს ვუშვებთ, ვამბობთ მერე რა – ადამიანია – ასე გრძნობს, ასე უნდა, შენ რა დაგიშავდება ამით და ა.შ. – სიმართლე რომ ვთქვათ, ძალიან კარგადაც შავდება, მეგობარო, ძალიან კარგადაც შავდება. არ შეიძლება “სულელებივით” ყველაფერზე თავი “ვაქნიოთ” მხოლოდ იმიტომ, რომ სადღაც გვსურს ჰუმანურობის მედროშენი ვიყოთ.
ძალიან ბევრი რამის დაწერა მინდა ამ ყველაფერზე – იქნებ განვაახლო კიდეც. ახლა კი შენ იცი და გახსოვდეს – რომ ყველა ისე არ მოგექცევა როგორც შენ ექცევი სხვას ( არც არის ვალდებული და ა.შ. ამბების გარეშე, მოკლედ. ) ყველაფერი შეიძლება უფრო ცუდად იყოს, ამიტომ ღრმად ჩაისუნთქე.