მძღოლები, გზები, მოძრაობა

თუ წესებია წესები იყოს. ( ჯიმ კერის თქმის არიყოს, თუ თამაშია თამაში იყოს )

პრობლემები, პრობლემები და პრობლემები. გასაგებია – ცხოვრება მუდმივად რაღაც საკითხის გადაწყვეტაა, თუმცა ვირს ერთსადაიმავე ტყლაპოში ვერ გაიყვანო, ამბობენ, სიმართლე გითხრა არ ვიცი ვირის არსებობის პრინციპები თუ რაც ქვია, მაგრამ ხომ შეიძლება არა? ხომ შეიძლება, რომ იყოს უბრალოდ წესები ყველასთვის – დარღვევასაც ხომ გააჩნია არა? მსუბუქი დარღვევა და რეალური დარღვევა. არ გვინდა ის რიტორიკა რომ აქლემის ქურდიც და ნემსის ქურდიც ქურდიაო, შესაბამისად მსუბუქი დამრღვევი და რეალური დამრღვევი ერთიდაიგივეაო? არანაირად მეგობარო. მაგალითი შემიძლია მოგიყვანო: ქუჩაში 200 კმ/სთ სიარული სადაც 40 კმ/სთ არის დაშვებული და იმავე 40 კმ/სთ სიჩქარით ზოლიდან ზოლის შეცვლა ციმციმას გარეშე( უფრო სიმსუბუქისთვის დავამატებ ) როცა უკან მანქანა არ მოგყვება, ერთსა და იმავე დანაშაულს არ ნიშნავს და საერთოდაც პირველი დარღვევა სერიოზული დანაშაულია, მეორეს კიდე არაუშავს, ჯარიმა საკმარისია.

მოკლედ რატომ გაწუხებთ

რა ხდება დღეს საქართველოში. ერთი კარგი კაცია პატივცემული მართვის მოწმობის გამოცდებისთვის ამზადებს დაინტერესებულ პირებს, ავტოსკოლა აქვს რა. ეს კაცი, პერიოდულად ვიდეოებს აზიარებს ფეისბუქ გვედზე. მაგარი კაცია. მენდეთ. სწორს ამბობს ყველაფერს ამ საკითხთან დაკავშირებით და მისი თქმის არიყოს, არავინ არ აკონტროლებს მგონი რეალურად ამ ნიშნებს, შუქნიშნებს და გზების დახაზულ/მოხაზულობას. ეს რა ჯანდაბა ხდება, დამიჯერე – 1 კმ აიღე ნებისმიერი ქუჩა. მხოლოდ 1 კმ. იმდენ სისულელეს ნახავ, ურთიერთგამომრიცხავ ნიშნებს, რეალურად გამორჩენილ ნიშნებს, ზედმეტ ნიშნებს. შუქნიშანი? შუქნიშანი. ერთ-ერთი ქალაქი (განგებ არ დავასახელებ ზუგდიდს) არის ამ მიმართულებით სრული მარაზმი. ავიღოთ 1 შუქნიშანი, სხვებს თავი დავანებოთ. მგონია, უბრალოდ ცხოვრების დინებას კი არ მივყვებით, არამედ მივეხეთქ-მოვეხეთქებით. არ გამოვა ეგრე. როგორ შეიძლება რამე იყოს ოპტიმალური და ურთიერთგამომრიცხავი – ამავდროულად მხოლოდ იმიტომ იყოს ოპტიმალური რომ 65 წამის მაგივრად 45 წამი იცდიდეს ვიღაც. თან 45 წამში მუდმივად უწევს ვიღაცასთან გაზიარება თავისი გზის. იყოს 65 წამი, და ის 20 წამი იქნება კონტრეტულად ამ მიმართულებით მოძრავი მანქანის თუ ფეხითმოსიარულის. ჯანდაბა. უცებ მახსენდება რამაზ ჩხიკვაძის ინტერვიუ, თუ ვინ ვართ ჩვენ – ჩვენ ვართო დილეტანტები, დილეტანტიზმი გვჭირსო და მართლაც. მართლაც ასეა, მეც არ ჩავძიებულვარ ძალიან ამ საკითხს, ხომ შემეძლო მოძიება რეალურად რამე პროგრამული უზრუნველყოფის სადაც მოხდებოდა ვირტუალური გარემოს შექმნა და გატესტვა ნაკადის მიმდინარეობისა? ხოდა რეალობა ამნაირია. რომ ჩაეძიო არც არაფერი შეიცვლება, რეალურად ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს – კახი კავსაძე. ჯანდაბა, არც კი ვიცი საიდან დავიწყო მაგრამ ზუსტად ვიცი – დილეტანტიზმს მუდმივად ვებრძვი ჩემს თავში – ეს ბრძოლა კი სანამ ცოცხლები ვართ სულ უნდა მიმდინარეობდეს. უბრალოდ თუ ბრალიანად 50%-ზე მეტი ინდივიდი უნდა იყოს ამ ომში თუ ბრძოლაში ჩართული, რეალურად უნდა იყოს რაღაც რაოდენობა რომ შედეგი გამოიღოს. მოკლედ ხო ხვდები რასაც ვამბობ.

ჯანდაბა

ეს რანაირი წერაა? რა მინდა საერთოდ ვის ვასწავლი ჭკუას. ნუ არც არავის, ჯანდაბა შევწუხდი, ხომ შეიძლება შევწუხდე ? ანუ რელაურად რამდენად თავს დახრი იმდენად “მოგინდომებენ” უფრო და უფრო. მოკლედ კმარა. გზაზე ძალიან დიდი თუ მაღალი ინტენსივობით ვითვალისწინებ სხვა მძღოლებსა და ფეხომობილით მოსიარულე სასტავს. ჯანდაბა სარკეებში იმდენივეს ვიყურები რამდენსაც საქარე მინაში, უკან მომავალი მანქანის მძღოლის სახესაც ვაკვირდები, ( ვიცი ახლა ვიღაც მეტყვის, შენ თუ გიჟი ხარ ყველა გიჟი ვერ იქნება-ო და დიაააააააააააახ. არც არის საჭირო ) უბრალოდ ემპათია. თუ ვინ ხარ შენ რეალურად ურთიერთობებში, ზუსტად იგივე ან უარესი ხარ საჭესთან. ეს დაკვირვებით ჩემო ძმდაო. დაკვირვებით. (ძმდაოზე არ გაჭედო გთხოვ.)

მაშუქები

ყელშია ყლედები, ფალოგენები და სხვა მისთანანი. არშემიძლია. და მე ვინ ჩემი ფეხები ვარ ხო? მართალი ხარ ( ამავდროულად უკვე მძღოლის ლექსიკა წინ მოიწევს 😀 ) არც არავინ ვარ თუმცა ერთ-ერთი რგოლი ვარ ამის დედაც. ეს ლედი, რომელიც არ მოყვა შენს მანქანას, არარის ორიგინალი, არ არის გასწორებული, არ არის გატესტილი და ა.შ. გამოცვლი ნათურას 1990 წლის მანქანაზე და მის ამრეკლზე რომ პირდაპირ დაამონტაჟებ, ისიც გაუსწორებელს – ეს ნახნავ-ნათესი ვერც შენ ხედავ და ვერც მე. მე მაბრმავებ, შენ ვერ ხედავ, გავიწყდება შორის მაშუქის გათიშვა მე ვიგინები, შუქს გინთებ, შენ აქრობ, ხვდები რომ ვერაფერს ვერ ხედავ, სანამ გამცდენი ჩასაფრებული ხარ რომ ეგრევე აანთო, ჯერ ვერც გამცდი და უკვე ანთებული გაქვს შორის მაშუქი და მე ისევ და ისევ გიმატებ გინებას. ხო შეიძლება ეს რომ აღარ იყოს? უბრლაოდ ემპათია, ემპათია. გინება ცუდი ნათქვამია, იშვიათად ძალიან ცუდად შევიგინო – უბრალოდ “ვლანძღავ” ფოჩო, პონტო და მსგავსი დაუსრულებელი ზედსართავი სახელების ექვივალენტი მნიშვნელობის მქონე სიტყვებით. სინონიმები. ნუ რაც არის.

ჯანდაბა შუქნიშანი, დაუწერელი და დაწერილი კანონი

ეს ნახნავ ნათესი შუქნიშანი და მართვის მოწმობის გამოცდა, შავი თეთრზე წერია, თუ ხვდები რომ ვერ ასწრებ მანევრის დასრულებას დარჩენილი “მწვანე” ფერის უკუთვლის დასრულებამდე, უნდა შეჩერდე მეგობარო. შეჩერდი. აქ ორი პრობლემაა – ან ვერ აკონტროლებ გაასწრებ თუ არა ნაკადს, და ლოგიკისგან შორს ხარ, ან უბრალოდ გკიდია და ეტენები. ორივე შემთხვევაში გაგინებენ. უეჭველი თან. დგახარ მერე თახვივით, იქეთ აქეთ არ იყურები და მე რომელიც პირველი ან მეორე ვდგავა მწვანეზე და ველოდები ჩემს რიგს, შენ შენი შეტენვით უბრალოდ საცობს ქმნი. ხომ შეიძლება გაჩერდე და შემდეგ მწვანეზე გახვიდე, მერწმუნე უფრო კარგად გაივლი, უფრო კარგად დაამენეჯმენტებ დროს. სხვებს არ შეუშლი ხელს. გზაჯვარედინი არ იქნება გადატვირთული, რო რამე სასწრაფო, სახანძრო და სპეც მანქანები გაივლიან. ვახ. არ უნდა ამას ევროპა, საერთოდ არ ამიღია ეს ყველაფერი ევროპისგან, არც მქონდა იმის დრო იმ რამდენიმე დღეში ეს ყველაფერი მენახა, ძალიან მარტივია, არ სჭირდება ამას ვიღაცისგან კოპირება, მე თუ მივხვდი ჩემზე გაცილებით ჭკვიანი ხალხი უკეთე მიხვდებოდა და უბრალოდ უნდა მივიღოთ ეს ყველაფერი. – მაგრამ.

სარკე

მანქანას აქვს 3 სარკე, ჩვეულებისამებრ. ახალ მანქანებს აქვთ სენსორები, როდესაც მანქანა მიუახლოვდება და ა.შ. სარკეებზე ინთება ინდიკატორი რომ ვიღაც გიახლოვდება, ან რაღაც 3:) მოდი დეტალურად ავხსნათ. გვაქვს 2 ზოლი ( ავტობანი ვთქვათ? ) კარგი აქედან 1 ზოლი არის გასწრების ზოლი მეორე ზოლი არის სასიარულო. რეალურად კანონი გვეუბნება, გაასრებ? ჩადგები ისევ, ყველა ვარღვევთ კიბატონო, და მივდივართ გამსწრებ ზოლში რადგან 90 კმ/სთ მიჩანჩალებენ მარცხნივ, როცა 110 ია დაშვებული. ფეისბუქ ჯგუფის კომენტარებში ვერ შეიხედები, მე ხომ დაშვებული სიჩქარით მივდივარ რატომ უნდა ვიჩქარო და გაგატარო, ებიჭოოოოო – ვხედავ ადამიანურობისგან, მძღოლური დაუწერელი კანონისგან და მსგავსი რაღაცეებისგან შორს ხართ. კანონითვე გასწრების შემდეგ უნდა გადააააააკუსკუსო მანქანა მარჯვენა მხარეს და დაუთმო გამსწრებ მანქანას. ის არღვევს თუ არა ეს შენი პრობლემა არარის, იქნებ უბრალოდ შენ გასწრებს და მერე ისევ 110 წავა, რატომ არ ატარებ? ჩადგებიან ზოლში და მისეირნობენ, ჩემი გზაა არ ვარღვევ და რატომ გაგატარებო. ვახ, ძალიან ბევრი კომენტარია და ეს ხალხი არჩევნებში მონაწილეობას იღებს, არათუ მანქანა მართავს ყოველ მომდენვო დღეს და ავტობანზე დადის.

სეირნობს

ვერ ვიტან მძღოლს რომელიც მისეირნობს. ზემოთ ვახსენე, უკან მომავალი მანქანის მძღოლის სახესაც ვაკვირდები, ოდნავ შეწუხებული თუა მაგაზეც ვფიქრობ ( კაი რა, ახლა მეც ვიფიქრებდი რომ ვერ ვარ ) მაგრამ მართლა იქნებ ეჩქარება, მე თუ არ მეჩქარება რამენაირად შევეცდები გავატარო. მიუხედავად იმისა რომ წინ მანქანაა, იმანაც ეგრე იფიქროს და ამ კაი კაცს/ქალს რომ ეჩქარება იქნება და გავატაროთ. მოკლედ მძღოლები მისეირნობენ, 30-40 კმ. წინ არაფერია, ხო შეიძლება აი ოდნავ სწრაფად წახვიდე, 35 მიდიხარ, მიდი რა დახურე 40 -მდე დაშვებულია 60 არის დაშვებული 45 მიდიხარ. კაი რა. ვერ გასწრებ იმიტომ რომ ჩვენს ზოლში 2 მანქანა ვერ ეტევა თუ ძალიან არ მიიწიე, შენ კიდე 45 მიდიხარ – რა სარკეში ჩახედვა და გადაწევა უნდა მოგთხოვოს კაცმა. კაი რა. ეს სადმე უნდა ისწავლებოდეს. სადმე. “სამბადი ფლიიიიზ გივ დიზ მენ ე გან” მოკლედ, არ ვიცი რა. ბევრი რაღაცის დაწერა მინდა – ახლა ამას გაბრაზებულზე და ოდნავ აღელვებულზე ვწერ. შესაბამისად ყველაფრის დალაგების თავი არ მაქვს.

დასკვნასავით

მოკლედ, შუქნიშნები. ნიშნები. ზოლი. მძღოლი. მოსაგვარებელია.