არ ვიცი
დიახ, დიახ, დიახ – აზრზე არ ვიყავი საიდან უნდა დამეწყო. ისედაც ასე არაა ხოლმე – ცხოვრებაში, ზოგადად თუ რამეს მყისიერად გადაწყვეტ საიდან დაიწყო არ იცი – უბრალოდ უნდა დაიწყო. მთელი რიგი “ტრენინგები” ამაზე მიმდინარეობს, ე.წ. “ქოუჩები” ამას გვეღაღადებიან – დაზეპირებულად თუ შეგნებულად წამოსული ინფორმაცის კასკადით, რომ უბრალოდ გააკეთე, ადექი, იმასქენი, ამასქენი. ჯანდაბა – ვიცით რომ ეს ასე ხდება, არავინ იცის დაგეგმილად რა და როგორ. რასაკვირველია ხვალინდელი დღე დღეს თუ არ დაგეგმე, მაგრამ ჩემი იმპროვიზატორი “საჯდომი” რომ ვიცი არასოდეს მიდის საქმე ისე როგორც დავგეგმე. არაუშავს, იქნებ შენც ასეთი ხარ.
ამასობაში – სხვაგან ვარ. არ ვარ ჩემს სახლში, ქალაქში, რეგიონში. საქართველოშიც – კი არ ვარ. ჩემს სამშობლოში. ეს ისე. რომ იცოდე მაინც – მერე არ დაიწყო ახლა მოაწვა და მაგიტომ წერსო, არანაირად. სულ უნდა გაწვებოდეს მეგობარო. სულ. როცა არ გაწვება ესეიგი რაღაც რიგზე ვერ არის.
რა?
რისი თქმა მინდოდა საერთოდ? ადრე სულ მიტივტივებდა ინგლისურენოვანი ფრაზა, აი დაახლოებით ფილმებში რომაა – ჩურჩულით whisper და რამე. აი ასე ვჩურჩულებდი ხოლმე და თავში მქონდა ჩურჩული – We have to lost to find. არ ვიცი ეს საიდან მოვიდა, ისედაც მაგარია თარგმნაშიც ხო ? მაგრამ – ნახე რა ხდება ? – ჯეკ ბეღურას გადასარჩენად რომ მიდიან, კარიბის ზღვის მეკობრეებში. გადასარჩენად რა – დეივი ჯოუნსის სამალავიდან გამოსაყვანად, აი მანდ ბარბოსა ამბობს, ჩვენ ვერასოდეს მივაგნებთ მის სამალავს სანამ არ დავიკარგებითო – არის ლოგიკა ხო ? რაღაცნაირად ერთმანეთს უხდება არა? – უნდა დაკარგო რომ იპოვო, თუ არ დაკარგე ვერ იპოვი? ხო? არის რაღაც გადაბმა. გაცილებით ჩაშლილად შეიძლებოდა დამეხატა ან მესაუბრა – მაგრამ მაინცდამაინც არ მაქვს მაგის მუღამი ახლა 😐 😀 მოკლედ ყველაფერი კარგად არის.
მხოლოდ ეს იყო?
რეალურად ამ კონკრეტულის თქმა მინდოდა, მაგრამ ასე რაღაც მაწუხებს. კონსტრუქციულობა ძალიან რთულია, და რა საჭიროა კიდევაც? უბრალოდ ხომ შეიძლება გვიყვარდეს ერთმანეთი ადამიანებს? ანუ უბრალოდ გვიყვარდეს და არ გვძლდეს. შეიძლება – მაგრამ არ ვაკეთებთ. დაკარგულია ყველაფერი თუ არარის გულით ნაკეთები, სიმართლე გითხრა ყველა ვერ გეყვარება. ფაქტია ვერ გეყვარება – არ გძულდეს, ცუდი არ გაუკეთო. ხოა შესაძლებელი? აი ეს უკვე უფრო კარგად ჟღერს. მე თუ მკითხავ 🙂 და მე ვინ მკითხავს რო – ? არც არავინ
ერთხელ სტატუსად დავწერე – მემგონი აქაც – სიბერეზე – რომ ყველა კითხვაზე პასუხი იცი და ა.შ. მაგრამ არავინ არ გეკითხებაო – თუმცა – რაცარუნდა იცოდე მაინც არავინ არ გეკითხება – ესაა მთავარი :))
არის პასუხი ?
არ არის. უბრალოდ იყავით ის ვინც ხართ.