პროლოგი ალბათ
– გამარჯობა მეგობარო
– გამარჯობა მეგობარო?
– ეს ხომ სისულელეა https://www.youtube.com/watch?v=ytQFYBRIecY
ასე იწყება ერთ-ერთი “რაღაცნაირი” სერიალი, ( ამ შემთხვევაში, “რაღაცნაირი” კომპლიმენტია ) Mr. Robot-ი. მთავარი თუ subმთავარი გმირი ელიოტი ( ჯერ კიდევ გამორკვევაში ვარ /დაპაუზებულში/ რაცარუნდა მიმტკიცონ – რომ მთავარ როლშია ) საკუთარ თავთან მონოლოგით/დიალოგით 😀 ( რა საგიჟეთია, მომყვები? ) გახსნის პირველ სცენას. საერთოდ რატომ დავიწყე ამ სერიალით ან რისი თქმა მინდოდა, ნელ-ნელა მოვაბამ ალბათ თავს – რამდენიმე “გზა” უნდა გავაერთიანო და გადმოგცე “გულის დანები”. ( გადმოგცე, გადმოგცეთ, ან უბრალოდ დავწერო )
“ლირიკული გადახვევა”, ალბათ
აღარ მახსოვს როდის, ზუსტად ვერ გეტყვი, იმიტომ რომ გავაუქმე FaceBook-ი და ფოტოები მანდ მიდევს, გავაკეთე ასეთი “კომპოზიცია” სადაც რამდენიმე ფოტო გადავიღე – სხვადასხვა ადგილას დავჯექი და ასეთი პროგრამის საშუალებით : Photofiltre, რომელიც ძალიან პრიმიტიული იყო მაგრამ სურათების ერთმანეთზე დასადებად photoshop-ის მოვალეობას ძალიან კარგად ასრულებდა, დავამუშავე. მოკლედ ძალიან კარგად შევაკოწიწე. მაშინ არ იყო ეი აი – A.I – აი აი და ვაი ვაი. იყო უბრალოდ კომპი, პროგრამა, ფოტოაპარატი და ადამიანი. ჯერ 4-მე გავაკეთე, მერე 7, მერე 10+. გიტარა მეჭირა 2 კომპოზიციაში, უფროსწორად გიტარები ( ალბომსაც რამდენიმე ერქვა, ერქვა რა ქვია. ) ეს ის დროა როცა გიტარაზე “ვათენებ და ვაღამებ”. გიტარის სიტუაციის ერთ-ერთი მიმართულება რომ დაიჭირო აი ამას მოუსმინე და მერე დაუბრუნდი აქაურობას : https://www.youtube.com/watch?v=2oyhlad64-s
“ლირიკული გადმოხვევა”, ნამდვილად
რისი თქმა მინდოდა ? – ამ “კომპოზიციით” (ნამეტანი “ხმამაღალი” განაცხადია, მაგრამ სხვა რა უნდა ვუწოდო – სწორად რომ მიგახვედრო) ძმაკაცი სულ მეუბნებოდა – როცა თავისუფალ მუსიკას ვუკრავდით, აკორდების ვარიაციებს, სულ ვამბობდით (სიმღერით) რომ მინდოდა მეთქვა, მინდა გითხრა და ა.შ ( ეს შავი პრინცის : “მე მინდოდა მეთქვა შენთვის, მე მჯერა შენი ერთადერთის და ჩემი სიგარეტის ფერფლის” – ჰგავდა, ალბათ გავლენა იყო მაგრამ მაინც ) ფიგურირებსო და რა ვერ ამოღერღეო 😀 😀 😀 – მოკლედ. ასე იყო.
ძირითადი ” საუნდტრეკი ” ამ აქტივობებისა იყო Gipsy Kings – Pharaon. ძალიან მაგარი ინსტრუმენტალი : https://www.youtube.com/watch?v=uP8xqHEWSok ეს ორიგინალი.
თუმცა უნდა ითქვას, აუცილებლად, რომ მე “შემიპყრო” ამ “ინსტრუმენტალური კასკადის” “ქავერმა” – ანუ სხვისმა ინტერპრეტაციამ: https://www.youtube.com/watch?v=i4ve1JfCGi0 ეს არის უკიდეგანოდ “სოლო”, უკიდეგანო “სევდა”, უკიდეგანო “მადლიერება” ყველაფერი უსაზღვრო და “უსაზღვრო საზღვარი” (ტავტოლოგიიზა ბოძიშიიიიიიიი).
ძმაკაცი და მე დუეტში რას ვუკრავდით ( როგორ ვერსიას ისიც უნდა განახო რა ) : https://www.youtube.com/watch?v=0z6hN9Y4Dzc აი ამაზე ვათენებდით და ვაღამებდით, ჩვენი ინტერპრეტაციები იყო მუდმივად იმპროვიზაციის “საგანი”. რა “სიტყვების რახარუხი” მოვაწყვე (როგორც ჩემი მათემატიკის მასწავლებელი იტყოდა).
ძალიან ბევრი ინფორმაცია მოგაწოდე ერთანად ალბათ – მაგრამ ჩემი თხოვნაა თითეულს მოუსმინო, თუ რამე გაურკვევლად მიწერია ეცადე გამიგო – :)))))))) გახსოვდეს ყველაფერს პირდაპირ ვწერ 😀 🙂
“ძირითადი ლირიკა”, ალბათ
მთელი “მუსიკალური აპოგეის” მერე, ალბათ ფიქრობ კიდევ რა უნდა “ვიბჟუტურო”. მოსაყოლის მეტი რა მაქვს, თუმცა ვეცდები მთავარ “გზავნილს” არ გავცდე. რადგან “გიტარა” წაგვეშველა ამბებში, ვეცდები სხვა ინსტრუმენტი ან მიმდინარეობები არ გავრიო ამ კაი საქმეში.
მოკლედ, რა ? რამდე? მდე? მდენი? რამდენივინმე? რამდენიმე ვფიქრობ ელიოტივით “შიზოფრენია”, მენტალური “დისორდერი” და ა.შ. არაა საჭირო – რომ უბრალოდ რამდენიმე – მე იყოს ადამიანი. მწვავე ფორმა და ცხოვრების ხარისხის გაუარესება ამ კონკრეტული შემთხვევის გამო საერთოდ არარის აუცილებელი. არა – იმას კი არ ვამბობ – რომ ნაკლებად რთული ფორმით, რამდენიმე-მეს არსებობა მარტივია, მაგრამ – ცხოვრება ხომ იდეაშივე რთულია, უბრალოდ უნდა გავამარტივოთ. მეტიც, სასიკეთოდ უნდა გამოიყენო და მოიხმარო – უკეთესი ცხოვრების ხარისხის შესაქმნელად. “ავად თუ კარგად” – ვიღაცას შეიძლება გამოუვიდეს. არ დავიწყებ მაგ ფილმის პერსონაჟის განვრცობას – IT-ური სერიალია, ჰაკერზე – თუმცა არც არის საჭირო “ანალიზი” – უბრალოდ თუ მოგინდება შეგიძლია პირველ სერიას მაინც უყურო, თუ არ ჩაგითრია, პირველი სერიით მაინც მიხვდები რას ვგულისხმობ :)) ან არ, ან ვერ, თუმცა მადლიერი ვიქნები, ასეთი კომუნიკაცია რომ შედგა – ჩვენს შორის :))
რა – ნი ვართ? – ადამიანი ? ჰაჰ. კარგი, კარგი, კარგი. იცი? ხანდახან მგონია – რომ – სადღაც საკუთარი თავი მეცოდება – -_- ჯანდაბა. მეცოდება, შეიძლება სწორი სიტყვა არარის და ზოგადად საკუთარ თავზე ამის დაწერაც მაინცდამაინც – არ მსიამოვნებს ! – ( ალტრუიზმი და ჯანდაბა ) მაგრამ – მხოლოდ იმიტომ მეცოდება რომ გულის სიღრმეში და უფრო აქეთაც, ნამდვილობის მჯერა და მინდა იყოს. არააქვს მნიშვნელობა რა მიმართლებით. აბსოლუტურად ყველა, ინდივიდის გულში ჩახუტება მსურს, უბრალოდ ჩემი მეორე ( თუ მერამდენეა არ ვიცი ) მე – არ მაძლევს საშულებას ცალმხრიივ აქტები მქონდეს, რადგან ცალმხრივი არაფერი ვარგა, ალტრუიზმიც – კი. დასასრული უფრო ადრე აქვს ამას – ვიდრე ორმხრივს. სწორედ ამიტომ მაქვს ის პრინციპები – რომელიც ერთი შეხედვით – “მგლისა და ცხვრის ერთად ძოვის ქომაგობის” ამპლუიდან მაშორებს.
ჯანდაბა. ისევ გაუგებრად დავწერე. უკუკავშირი რომ შეგეძლოს ალბათ სილას მითავაზებდი 😀 😀 კარგი ვხუმრობ, რომ მიცნობდე შეიძლება ისეთი შეგრძნება გქონდეს რომ მეორესაც მოგიშვერ, მოგიშვერ კიდევაც თუ ნაღდი ხარ. ახლა “ნაღდობის” მნიშვნელობის განსაზღვრისთვის თავი არ “იმტვრიო” გთხოვ.
მეგობრებმა იციან – ზოგჯერ სხვასაც ვეუბნები ირიბად – რომ რამდენიმე პროფესია მაქვს. თუმცა სინამდვილეში ვგულისხმობ რომ რამდენიმე ვარ. პირველი რიგში მსმენელი. დიახ, Linkedin-ზე მიწერია ეს ეს ყველაფერი Bio-ში – და ერთ-ერთმა უცხოელმა – დამატებისას მომწერა : როგორც იქნა ამდენ “speaker”-ში ვიღაც “listener” არისო. ჯანდაბა, აქ ბევრს ვერაფერს დავწერ ჩემს მე-ებზე. ჯერ-ჯერობით მაინც. სხვა დროს იყოს.
აბდაუბდის დალაგება
შეიძლება საერთოდ გაუგებარია თავი-ბოლო, ხომ შესაძლებელია? ან იქნებ საერთოდ 99.9% სიზუსტით გაიგე, გაიგეთ. ზოგადად – ბევრჯერ მითქვამს, იქნებ აქაც – არ მახსოვს ახლა ზუსტად – მაგრამ ნათქვამი მექნება უეჭველი, ნებისმიერი სიტყვა – რაც არსებობს ქართულ ან სხვა ენაში არის ცვლადი, რომელსაც დიიიიიიდიიიიი ხნის მანძილზე ან არცთუისე, მინიჭებული აქვს რაღაც მნიშვნელობა, ყველანი შევთანხმდით (სადღაც, დაუსწრებლად) – რომ კონკრეტული სიტყვა, რაღაც ემოციებისა და აქტივობების ნაერთია. რატომ ვამბობ ახლა ამას – თავისუფლება – “თავისუფლება” თავისუფლება – როცა რამდენი-მე-ს მიიღებ, მიგიღებენ და ეს სასიამოვნო პრობლემაა. თავისუფლება – ხო სუბიექტურად კომპლექსური თემაა – მაგრამ ეს კონკრეტული მნიშველობა – უფროსწორად ქვე-მნიშვნელობა – აუცილებლად ჩასატანია, კიარადა ჩატანილია, ყოველშემთხვევაში ჩემთვის.
ჰაჰა – ის მომენტი – ხომ გახსოვთ, ამადეოო მოდილიააააანიიიიი, ააარ იუუუ მეეეეეედ???
ეპილოგივით
მინდა დაგიტოვო ჩემი შენდამი/თქვენდამი გაზიარებული “გიტარის” აპოგეა – ვისენტე მეგობარი და ერთ მნიშვნელოვანი დუეტი – “ბრიუს ლი” -ს ცნობილი ფრაზა გეცოდინება, “be water my friend” -ო ხო? არა? თუ არა აგერ: https://www.youtube.com/watch?v=V4A37PDduls
და დუეტი არის El პაკო დე ლუსიისა და კამარონ დე ლა ისლა -ს როგორც წყალი, Como el agua 🙂 : https://www.youtube.com/watch?v=3KZyy8Oc1QA
არ გემშვიდობები 😉 აქვე ვარ. და გახსოვდეს მაღლა არის დაბლა.