კლასტერული თავის ტკივილები

პროლოგი

ვერ გეტყვი ყველაფერი საიდან დაიწყო. ან საერთოდ დაიწყო თუ არა. საერთოდ რატომ ვწერ ამას, რას ვცდილობ. ერთი ისაა რომ 2013 წელს ( +- 1 წელი ) როდესაც თავის ტკივილების მორიგი სერიები მქონდა, ინტერნეტში ვეძებდი ბლოგებს, ფეისბუქ პოსტებს, იუთუბ ვიდეობს და ა.შ. მინდოდა ვინმე ჩემნაირი მეპოვა. მაშინ ტკივილები მონათლეს როგორც “შაკიკი”. ( აქ ცოტა პაუზას ვაკეთებ, თხრობისას ასე ვიზამდი უთუოდ )

ყველაფერი დაიწყო ბაზრის ტეროტირიაზე, დედაჩემთან ერთად მორიგ საყიდლებზე მივდიოდი. ხორცეულობის სექციაში გავიარეთ, თითქოს ნემსივით მეჩხვლიტა რაღაც შუბლზე, მარცხენა მხარეს. ძალიან მტკივნეული არ იყო, თან წამიერად ვიგრძენი და გაქრა. მახსოვს იმ დღეს სახლში მოვედი, ჩვეულებრივი სტანდარტული დღე იყო, დავიძინეთ, ღამის 3 საათზე მაღვიძებს საშინელი ტკივილი. თავის ტკივილი ადრეც მიგრძვნია, ეს ბუნებრივია, თუმცა მიმძინებია, წამალი დამილევია და ყველაფერი რიგზე იყო ხოლმე, რამდენიმე წუთში. გავაღვიძე დედაჩემი, დამალევინა იმ დროისთვის ყველაზე ძლიერი რამ. არ მიშველა. ვწრიალებ, ვწრიალებ, ვწრიალებ. მოკლედ მაგრად ვიტანჯე და რამდენიმე საათის მერე დავიძინე. გათენდა და ისევ მეტკინა, თუმცა უკვე ტკივილს ვუმუღამებ, ვხვდები როგორ უნდა ვიურთიერთო. გადის დრო და ჩემი “მეგობარი” დღეგამოშვებით, ან ყოველ დღე, დღეში 1-2 საათით მესტუმრება ხოლმე. მეცხრე კლასში ვიყავი ამასობაში და მეთორმეტემდე ისე გავიდა დრო, რომ ტკივილის “ჭკუაზე დავდიოდი” მე ის მივიღე, რადგან სხვა გზა არ იყო. ამ ხნის მანძილზე ვიყავი ექიმთან და ექიმმა თქვა: ეს არის შაკიკი. არაფერი არ მოაკლოთ, სოფლის ამბები, შელოცვები. მოკლედ, რას არ ვაკეთებდი, შელოცვები, ყველაზე ” ძერსკი ” ქალბატონების. გახურებული მარილი და ნიორი. მოკლედ ათასი რამე. უშედეგოდ. 12 კლასის მერე პირველ კურსზე ისევ დამეწყო სეზონი. ისე მტკიოდა თავი ელექტროღუმელი, რომელიც დავაყენე 300 გრადუსზე იქვე მედო თავი და ვახურებდი. მოკლედ, დედაჩემმა როგორც კი გაიგო ამის შესახებ იმ ღამე, მეგობრის დისშვილის მანქანით ჩამოვიდა, საბედნიეროდ ის კაი ადამიანი მიემგზავრებოდა და გამოიყოლა დედაჩემი. ( დედაჩემის ნომერი ახლაც ასე მიწერია ტელეფონში )

თბილისში, თოდუას კლინიკაში, კარგად გამსინჯეს. რაღაც სიხშირეები რომელიც 20-21 უნდა ყოფილიყო 120 მდე აღწევდა მარცხენა მხარეს. 6 ჯერ მეტი. 🙂 ყველაფერი რიგზე იყო თავში, უმნიშვნელო ჩანაწერებით, რომელიც არც კი იყო საინტერესო. მოკლედ ძალიან კარგი შედეგით გამოვედი, სიხშირეებს თუ არ ჩავთვლით. ვსვი და ვყლაპე წამალიიიიი 🙂 – სულ ტყუილად. მეორე კურსი, მესამე და მეოთხე იმაზე უარესი ჯოჯოხეთი იყო ვიდრე პირველი. მახსოვს ძმაკაცები გაგიჟებული სახით მიყურებდნენ შეტევისას, პირველად. პირღებინება, უკონტაქტობა, გული მიგდის მაგრამ უკან ბრუნდები, იმიტომ რომ გტკივა – ( მახსენდება ალექსანდრე მაჰოუნის წამების ხერხი – სერიალში: “ციხიდან გაქცევა” ) მოკლედ, ერთადერთი შვება სტუდენტობის ასაკში იყო მუსიკა, მანქანები და კარგი მუსაიფი.

ვახ, ბლოგური ჩასუნთქვა/ამოსუნთქვა, რამდენიმე დღის პაუზის მერე ვაგრძელებ წერას. მოკლედ დავბრუნდი დედაქალაქიდან. 2015 წელს. 2016-ის მიწურულს უკვე სამსახურს ვიწყებ. აბა გამოიცანით რა ხდება? “ჰელოუ დარქნეს მაი ოლდ ფრენდ” მუსიკა მოუხდებოდა, მაგრამ რაღაც უფრო სხვა კონცეფციის მუსიკა, სიმღერა მოუხდებოდა. სანტანას ბასრი გიტარისა და რომელიმე წონიანი ხელოვანის კოლაბორაცია. შეიძლება კი. ოდესმე გაგიზიარებთ ალბათ, ან სანამ დავპოსტავ იქნებ ჩავასწორო. ( ისე ჩვენში დარჩეს და – თქვნეც გაქვთ ხოლმე “ყველას არ გავუზიარებ” გრძნობა მუსიკის ან სხვა ნებისმიერი აქტივობის მიმართ? – არადა იდელოგიურად ახლოს ვდავარ მოსაზრებასთან, რომ ბევრი რამ უფასო და ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ბევრი if-ებით. ალბათ ამის გამო მაქვს ეგ გრძნობა. + ნუ გგონია ამ ჩახვევებით ADHD მაქვს – (ბოლო დროს ძალიან პოპულარულია) უბრალოდ მინდა ისე გადმოგცე ნათქვამი თითქოს აქ ხარ ( ამასობაში თქვენობიდან შენობითზე გადმოვედი – არაუშავს, ხან ერთს გესაუბრებით ხან ბევრს 😀 ) )

დაიწყო სამსახური დაიწყო თავის ტკივილები, სხვადასხვა სამსახურის ‘სასტავთან’ კარგად ვიყავი, ვმეგობრობდით, დავუახლოვდით და ძალიან მიიტანეს გულთან ახლოს. მახსოვს, ერთხელ ფეხით გამოვიქეცი სახლში, შეტევისას. ჯანდაბა, ფეხით ბევრჯერ წამოვსულავ, ან პრე ან პოსტ ტკივილისას, მაგრამ შეტევისას მხოლოდ ერთხელ. სიმართლე რომ გითხრათ დიდად არც მახსოვს გზაში რა ხდებოდა. ალბათ ძალიან კარგია, რომ არ მახსოვს.

თავის ტკივილს აქვს ფაზები ( ჩემს შემთხვევაში )

იწყება ალღოთი. წარმოდგენა არ მაქვს საიდან, უბრალოდ იცი რომ მოვა, თუმცა არ იცი რამდენად ძლიერი. რამდენჯერმე იყო მომენტი მხოლოდ მოლოდინის ამარა დამტოვა ( სიმართლეს გეტყვით, ესეც ძალიან მტკივნეულია ) გრძელდება გახურებით, პრელუდიით. ერთგვარი სტარტია, საიდანაც უნდა გადავეშვათ ცუნამში, ჯოჯოხეთში, ყველაზე საშიში რამ, რაც კი გახსენდება, შეგვიძლია ის დავუძახოთ. რამდენიმე საათის შემდეგ იწყება, გამომშვიდობების ცეკვა, სადაც რელაქსაციისა და ცუნამის სინთეზი გვხვდება, დაახლოებით სინათლის ჩართვა გამორთვა, სადაც ჩართვა გტკენს, გამორთვა ნაკლებად. ალბათ ნახევარი საათი მაქსიმუმ ასე მიმდინარეობს, 10 წუთიც გაგრძელებულა. შემდეგ უკვე რელაქსაციაა, დარწმუნებული ვარ, ჯანმრთელი ადამიანი იტყოდა რა საშინლად მტკივა თავიო. ჩემთვის კი – მთლიანი კონცერტის მერე მადლობის გადასახდელად გამოსული მსახიობ-მოცეკვავის ემოციებს წააგავს, მადლიერი ხარ – რომ ბოლოში ხარ და ხალხის ემოციის მუხტის ნაცვლად გახარებს რომ ცოცხალი ხარ, კიდევ ერთი.

ჯანდაბა, მორჩა რელაქსაცია, არ ვიცი როგორია მაგარი ნაცემი ადამიანი, მაგრამ დარწმუნებული ვარ უკეთეს დღეში არ იქნება, მგონია გორგასალის ხმლით ვიბრძოდი, მომკლეს რამდენჯერმე და მაინც გადავრჩი. საშინელი გრძნობაა. თვალებში ცრემლი, მარცხენაში განსაკუთრებით.

სჯობს თითოეული ეტაპი ზუსტად აღგიწერო, როგორც უკვე აღვნიშნე, ინებ სადღაც შენს აბსტრაქციას ესიამოვნოს, შენც გესიამოვნება. მარტო არ ხარ. ( ჰაჰა, ეს შეიძლება საერთოდ არ გესიამოვნოს თუ ვან ჰელსინგობ, მაგრამ რას ვიზამთ )

ალღო

ძირითადად ასე ხდება ხოლმე, რაღაცას აკეთებ და დამატებით ეკრანი, ხაზი, ჩართვა რაც გინდა დაუძახე – ირთვება. რაღაც ალტერნატიული, უგდებ ყურს, ვირტუალურს, დრო გადის და უკვე ხვდები რომ რაღაც ვერ არის, ეს რაც ბევრჯერ მოხდება, მით უფრო დეტალურად ხვდები თუ რამდენ ხანში შეიძლება გეწვიოს, პირველად მეც ვერ დავამუღამე. მოკლედ სუნთქვას აჩქარებს, ყურადღებას ნაკლებად აქცევ ყოფითს, რადგან გრძნობ საფრთხის მაგვარს, მითუმეტეს თუ გამოცდილი ხარ ზუსტად იცი რაც გელოდება. ( დაახლოებით სპაიდერმენი რომ გრძნობს საფრთხეს და იყინება კადრი, ეგეთი თემაა ) ნელნელა უფრო ხურდები, ტემპერატურა არასდროს გამიზომავს, თუმცა მგონია რაღაც ცვლილება მოხდება, ოდნავ ადეკვატურობასაც კარგავ. მარტივად მისახვედრია. მულტიტასკინგით არასდროს გამოვირჩეოდი, ( ყოველშემთხვევაში ასე მეუბნებიან ) თუმცა მხოლდო ერთ რამეზე ვარ კონცეტრირებული ამ დროს. თუ მივდივარ – სიარულზე, თუ ვზივარ – ჯდომაზე, თუ ვწევარ – წოლაზე. არა- არ ვლაპარაკობთ ამ დროს, დიდი დიდი მოგვიწიოს, ეს კი აჩქარებს პრელუდიის პროცესის დადგომას.

პრელუდია

დიდი ბოცა, რომელიც თავდაყირაა და სავსეა წყლით, რომ მოხსნი თავს და წამის მერამდენედში რომ ქაოსია – აი დაახლოებით ასე შემოვარდება პრელუდია. “ჰაკას” გავს, შორიდან ხვდები თუ რა შეიძლება გელოდებოდეს, ძალიან ბევრი ბრძოლის ველი წარმოჩინდება, შენ 1 ხარ, ( ან იქნებ ბევრი ხარ, მეგობარო?) და არ იცი სად იწყება ბრძოლა. საინტერესო ფაქტი კი ის არის, რომ დოლურასავით ტრიალებს რაღაც თავში, აი თუ გინახავთ კუნთის უეცარი მოძრაობები, აი ეგ ხდება თავის მიდამოში გარედან, ფაქტობრივად ძვლის, ანუ თავის ქალის მერე ხო ბევრი არაფერია კანამდე? არა, რაღაც მოძრაობს ტალღასავით, არ ჩერდება არ ჩერდება, შენ არ იცი სად წახვიდე, ფიქრობ რომ ეს თავის ტკივილი საშინელებაა, აღარ გინდა არაფერი, გინდა რომ ოდნავ მსუბუქი იყოს. ყველა ხერხს მიმართავ, ლოცულობ, საკუთარ თავს ატერორებ, ათას ხერხს მიმართავ და – დოლურა ჩერდება, ბრძოლა იწყება იქ, სადაც საერთოდ არ ელოდები და მეტიც, ბრძოლის ველი, წინა ხაზი მუდმივად იცვლება და შენ არასდროს ხარ ბრძოლის ველზე. როგორი უიმედოა არა? იმთავითვე წაგებული ომი, ყველა ბრძოლაში, ბრძოლის ველზე, როდესაც კამერა იქაა ( ჰაჰა ) შენ იქ არ ხარ. მოკლედ პირველი დარტყმა მოგაყენა ძველმა მეგობარმა და დაიწყო ცუნამი.

ცუნამი

როგორ შეიძლება აღვწერო ის რაც ნაკლებად მახსოვს ხოლმე? აზრზე ხარ? კატასტროფა – ეს სიტყვა შეეფერება, კიარადა ეს პროცესი “ჯიბეში ჩაისვამს” – როგორც იტყვიან ამ სიტყვის ყველაზე ბრუტალურ მნიშვნელობას ” კოჩიშ სინთელეთ ” რასაკვირველია. წარმოიდგინე სიტუაცია – გარბიხარ, არ იცი სად, ყვირი და არ გესმის, ამ დროს ან აგდიხარ უბრალოდ ან ცდილობ სხვანაირად ეგდო, დგები, ვერ დგები, ჯდები, ვერ ჯდები, თავს დებ, ვერ დებ, ადებ ცივს, აღარ გინდა, რაც გინდა ისიც აღარ გინდა, არაფერი გინდა. მახსოვს, რომ ყველანაირი ჩარჩოდან გამოვედი, არაფერი დამხვდა ისევ დავბრუნდი, იქაც არაფერი იყო. არსად არაფერია ამ დროს, შენც არ ხარ. ალბათ, ეს არაფერი იმდენად მტკივნეულია, რამდენადაც ეს კლასტერი. (შეგიძლია დაგუგლო თუ როგორ ტკივილებს უწოდებენ ამ კონკრეტული თავის ტკივილების კასკადს). ბევრჯერ იყო მომენტი რომ აბსოლუტურად ყველაფერზე დავფიქრდი, ზოგადად ნებისმიერი ადამიანი ფიქრობს ამას, ტკივილის გარეშეც. ჩემს თავს ვუთხარი, ესარის რაც არის, სხვა გზა არაა – უბრალოდ ცხოვრობ ამით და მორჩა, ხომ წარმოგიდგენია რამდენი ხანი ამ ტკივილით? არა – შენ თუ ადამიანი ხარ, რომელიც უბრალოდ კითხულობს საინტერესო გამოცდილებას, ვერასოდეს გაიგებ სიმძაფრეს, მხოლოდ უდიდესი ემპათიის გრძნობის ხარჯზე შეგიძლია მიახლობული ტკივილი წარმოიდგინო. მადლობა – თუ ასეთი ხარ. მოკლედ, ძალაგამოგეცლება ბრძოლის და ეს კიდევ არ ჩერდება. მოვთქვამ, ჩემს თავს, მხოლოდ? არა, ჩემებსაც, მიყურებენ, და საშინელებაა ეს ყველაფერი, მაინც მეფიქრება ამაზე იცი? წარმოიდგინე ცუნამის დროს მეფიქრება – რომ ჩემი ასეთი მდგომარეობის ნახვა უწევთ, წამიერად, მაგრამ მეფიქრება, ეს ზემოდან მიმატებს ტკივილს, ფიზიკურად კიარ მტკივა, სულიც მტკივა. ტეხავს მეგობარო. ტეხავს. რამდენიმე საათის ბრძოლის მერე გამომშვიდობების ცეკვას ვცეკვავ.

გამომშვიდობების ცეკვა

საინტერესოა, როცა ვწერდი მაშინ დავასათაურე ეს კონკრეტული. რატომ? – იმიტომ, რომ იმსახურებდა, არსებობს და უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ. ამ პერიოდში ცუნამის ყველაზე დაბალი “ბალი” და რელაქსაციის ყველაზე მაღალი “სიჩქარე” ენაცვლებიან ერთმანეთს. ნათურის ჩართვა – გამორთვას გავს. ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ამ დროს არის, რომ აჰა ესეც გაივლის და მალე მალე რელაქსაციის პროცესში ვიქნებით. თითქოს შუა თითს ანახებ თავის ტკივილს და გიხარია რომ უკან მოიტოვე. ძალიან მაგარი შეგრძნებაა. ( იყო მომენტები, რომ მომიტრიალდა. გეფიცებით თან ძალიან მეცინებოდა, ყველაფერზე, ჩემს თავზეც )

რელაქსაცია

კი-კი სწორად გგონია, პრელუდია, რელაქსაცია, ძალიან ხომ არ გავუტიე? არა – არ გავუტიე – ეგრეა. პროცესის დონეზე იგივე სიტუაციაა, რელაქსი მაქვს. ამ დროს რაც იყო იმის გავლენაზე და სხვა სახის შედეგებზე არ ვფიქრობ. უბრალოდ, მადლიერი ვარ რომ ახლა ვარ ამ სიტუაციაში, “რელაქსირებული”. ეს პროცესი გრძელდება სანამ ბოლომდე არ გამოვალ მდგომარეობიდან, რადგან ელემენტარული განძრევაც კი შეიძლება დაძაბულობის გამომწვევი იყოს, თავის იმ მიდამოში სადაც მტკიოდა. მოკლედ, გამდის ესეც, უკვე რეალურად კარგად ვარ. თუმცა მრჩება ნაბახუსევივით შეგრძნება, დაღლილი, დაქანცული, ნაბრძოლი, ნაომარი. რა სიტყვა უნდა გამოვიყენო რომ ადამიანმა ეს იგრძნოს? ვერაფერს ვერ გამოვიყენებ. უბრალოდ მადლიერი ხარ რომ რამდენიმე საათიანი ტკივილი მორჩა. მერე რა? მერე რა – რომ ხვალ ისევ მოვა შენს მოსანახულებლად. მერე რა.

შეიძლება იფიქრონ, რომ

ადამიანები, ვინც წაიკითხავენ, მოისმენენ ან რაიმე სახით გაიგებენ ტკივილების კასკადის შესახებ, შეიძლება იფიქრონ, რომ რაღაცას ვამლაშებთ, ვარომანტიზებთ, ვამეტებთ, – ვის არ ტკიებია თავი? სინამდვილეში სხვაგვარადაა საქმე, რეალურად მხოლოდ ამ პასუხმა შეიძლება ფსიქოლოგიურად დაგანგრიოს, რომ ამ ტკივილისთვის უბრალოდ განწირული ხარ, ყველაზე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი (მორ*ინი) არ გშველის, და არც არაფერი გშველის, უნდა ითმინო. არააქვს მნიშვნელობა ტკივილის სიმძლავრეს, მხოლოდ ამან შეიძლება ჭკუიდან გადაგიყვანოს, რომ რაღაც სათმენი გაქვს, თუნდაც ელემენტარული. ტკივილის სიმძლავრეზე კი – რაც მოგიყევით მემგონი საკმარისია ოდნავ მაინც – წარმოსადგენად. მარტივად მოძიებადია.

კიდევ ერთხელ #მარტო არ ხარ!