whoami

წარმოიდგინე – ფიქრები, რომლებიც საერთოდ არაფერშუაში არარიან იმ მომენტთან, რომელ მომენტშიც “ჩნდებიან”. ძალიან ადვილი წარმოსადგენია, მგონია ყველა “ნორმალურ” ადამიანს აქვს მსგავსი რამ. ფაქ. ზუსტად დღეს ვფიქობდი როცა ხელსა და პირს ვიბანდი.

Whoami – კითხვაც ეგ არისო ?

ამბობენ – კი, Clive Owen ძალიან “ცუდსაჯდომურად” ამბობს “Inside Man”-ში, შექსპირს დავესესხებიო – და კითხვაც ეგ არისო, “That’s the question.” -იო

ასწორებს. ზუსტად ეგ არის. ვინ ვართ ჩვენ. ვინ ჯანდაბანი ვართ.

მოკლედ, ეს არარის რაღაც ” დეპრესიული ” მონოლოგი, ან რამე, უბრალოდ ამასწინად Google Keep-ში აღმოვაჩინე ასეთი ჩანაწერი, მე დამიწერია, დიდი ხნის წინ არა, საკმაოდ ახლახანს. ვამბობ, რომ – ” როცა რამე გამოგივა და გგონია ძალიან მაგარი ხარ, ნუ დანებდები, ნუ იფიქრებ რომ ეს არის კვარცხლბეკი. უბრალოდ ჩილ. “ – ეს არ მახსოვს რატომ დავწერე, მართლა. უბრალოდ ამავდროულად მახსენდება, რობერტ დენირო-ს ნათქვამი ერთ-ერთ პოდკასტში, ( ამათ შემთხვევით ვაწყდები ხოლმე – თუმცა ძალიან მიყვარს ფილმს გარეთ მოსმენა მათი ) ამბობს რომ როცა გგონია სამყაროს ტოპში ხარ უბრალოდ მოეშვიო. ხოდა არ მახსოვს ეგ რატომ დავწერე და ჩავინიშნე. საქმე ისაა – რომ სათაური მქონდა Whoami. ასწორებს. – ნეტა რატო. დიდი მნიშვნელობა არააქვს, თუ ყველაფერი ამაზე არ იქნება დამოკიდებული, ამიტომ არაუშავს, მთავარია მიზნამდე მივდივართ.

ალბათ ვინმე – ვინც ფილმომანია ან ტექშია ან ორივე ერთად მიხვდება – რომ Whoami არის როგორც ფილმი ასევე ბრძანება IT-ში – სხვა ყველა რიტორიკულ თუ ფილოსოფიურ კითხვასთან ერთად. როგორც იტყვიან ნიშანდობლივია და “უაააააა რა დამთხვევაააა” თუ რაცაა.

ამ “საინფორმაციო” რახარუხული მონოლოგისთვის დავპოსტე?

არა.

ასწორებს მოკლე პასუხი ხანდახან 😀

აბა რატომ?

რატომ? – როგორ თუ რატომ? ახლახანს ვათვალიერებდი linkedin-ს . ჯანდაბა, 13 ათასზე მეტი connection მყავს. რად მინდოდა? თითქოს ყველაფერი დალაგებული. მაინც რად მინდოდა? წლების წინ. ანუ 8 წლის წინ შეიძლება ითქვას, სულ აქა-იქა-აქა იყვნენ linkedinელები. უცხოელები მყავს დამატებული და ქართველებიც – მაგრამ ეს ბოლო რამდენიმე წელია გააქტიურდა ლინკდინი 😀 ხოდა ეს ბოლო რამდენიმე თვეა ძალიან ბევრი ინფლუენსერი “გამეჩითა”. ეს AI- ხო საერთოდ ცალკე თემაა, რამე “Promt”-ს შეუგდებენ და გამოაცხობენ პოსტს. დაპოსტავენ. თითქოს არაფერი ხო ? – ხო არაფერი, და ზუსტად იმ დონეზე ( ან მეტზე ) მივა ეს ყველაფერი, ადრე დაბადების დღეებს ულოცავდნენ – იმიტომ (უმეტესად) რომ ახსოვდათ. ახლა FB-ამოაგდებს და ყველა გესიყვარულება ( მიდფინგერ ) საერთოდ არ მიწერია საჯაროდ ეგ ინფორმაცია. თუ უსაფრთხოებას გვერდზე გადავდებთ ( რაც სულელური ნაბიჯია ) – როგორც მინიმუმ “ფეიქ” მილოცვები არ შემაწუხებს. 100% იანი არაფერია ფაქტია. მოკლედ მაგრად აგრია ახლა შენც – იმას ვამბობდი – რომ მიკვირს რაც ხდება, არაბუნებრივია. არა აქტივობები და რეალობა ბუნებრივად კი მიყვება ერთმანეთს მაგრამ – ძალიან ბევრი ინფლუენსერია, რომელიც რა შუაშია საერთოდ ერთმანეთთან? ამდენი 101% იანი სასტავი თუ ვართ – რა გვჭირს ? – ხო? ხოდა ეგეც დიდი “ფეიქია” AI-ს გამოყენება იცის ადამიანების უმეტესობა, ისევე როგორც FB-ის. კი, ვისაც ტელეფონი უჭირავს და “ოდნავ” იყენებს – ყველას შეუძლია რამე ჰკითხოს “ჩატჯიპიტის” – “გემინიც” დაამუღამეს. ეს ხომ “absurd”-ია. რბილად რომ ვთქვათ.

რაშუაშია ?

წერისას – ახლა – მეც ვფიქრობ რა შუაშია თავი, ბოლო, ტექსტი, სათაური და საერთოდ რა ჯანდაბად გვინდოდა ლინკდინი და მისი მომხმარებლები. სიმართლე გითხრა ამის შესახებ უკვე მთავარ გვერდზე დევს ინფორმაცია, რასაც ვწერ ვწერ პირდაპირ, ოდესმე შეიძლება ჩავასწორო, მართლწერისა და სხვა “ტექნიკური” საკითხები. ხოდა ასე მომინდა ისიც ჩამესვა – თუმცა რეალურად ეს ასეა. წარმოიდგინე ლინკდინ არის სცენა სადაც ხალხი მსახიობობს. ასეც უნდა იყოსო, იტყვის ვინმე, დიახ, უმეტესად შეიძლება ყველა არგუმენტში, რასაც დაუპირისპირებ ამ აზრს, იყოს სიმართლის მცირე ან დიდი მარცვალი, მაგრამ ყველაფერი თუ “გასცენდა” დავარდნა გარდაუვალია. ისიც მესმის ცხოვრება დავარდნები და წამოდგომებია, თუმცა ითქვა რომ ცხოვრება ველოსიპედიაო, მაინცდამაინც არ უნდა დაიცე მხოლოდ იმიტომ რომ წამოდგე, რამდენჯერ უნდა დავეცეთ, წამოვდგეთ. ალბათ სულ.

არაფრის მომცემია

მოკლედ, როგორც ილია ვეკუამ თქვა, პოტიკ რე ირფელ. დიახ. არანაირი აზრი არააქვს ამაზე დარდს. შეიძლება 1, 5, 10. 100? 1000 ასე ფიქრობდეს და ეს მაინც არაფერს არ შეცვლის. უბრალოდ უნდა მიუშვა. იმაზე ფიქრი, რასაც ვერ გააკონტროლებ ან შეცვლი არის ფუჭი და სტრესის მომტანი. შესაძლებელია გამოცდილებისთვის იფიქრო და შემდეგ მიაგდო. პერიოდულად შესაძლებელია ასკანერო 😀

მუსიკა ჩავრთე და დარდი ოდნავზე მეტად შემსუბუქდა

შესაძლებელია უბრალოდ რაც ვწერე, ქვეცნობიერად მგონია რომ ვინმეს მოვუყევი და ალბათ ესეც მოქმედებს. თუმცა ძაააალიან ბევრი 15 წლის წინანდელი მუსიკა და სიმღერა გავიხსენე, რასაც ვუსმენდი 15 წლის წინ – 10 წლის წინ. და ა.შ.

იმედი

იმედი ძალიან ცუდი რამ არის. მათ შორის კარგიც. ყველაფერი სუბიექტურია, როგორც უწინ ვთქვი, მათ შორის ეს მიდგომაც, ამიტომ ერთადერთი რაც ჭეშმარიტია არის უბრალოდ 2 ან მეტ ადამიანს შორის სიკეთე. ოქროს შუალედი. ეს უკანასკნელი იშვიათად მაქვს, თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ამბებში აშკარად მქონია. დანარჩენში კი ორივე უკიდურესობაში გადავვარდები ხოლმე.

ვინ ვარ მე?

whoami-ზე რეალური პასუხი არ მაქვს, ერთადერთი გოგა პიპინაშვილი ინტერვიუში ამბობს ( რომელსაც ვერ ვპოულობ რატომღაც ) – უფროსწორად ეკითხება ჟურნალისტი – რას ვერ აპატიებდით ადამიანს ( თუნდაც ახლობელს, საყვარელ ადამიანს და ა.შ.) დაფიქრდება და იტყვის აი არაპროფესიონალიზმს ვერ ვაპატიებო. ცოტა დამაბნეველია, და უცებ შეიძლება ადამიანმა გაიფიქროს რაის პროფესიონალი და რისი ადამიანურობა და სიყვარული. შეიძლება პროფესია არ გქონდეს ( რაც შეუძლებელია – პროფესია დიპლომს არ ნიშნავს ) ოფიციალური, თუმცა რაღაცას უნდა აკეთებდე პასუხისმგებლობით, და ეს პასუხისმგებლობა ეკვივალენტშია. უპასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი კი არ მემეტება ადამიანური ურთიერთობების გამოსახატავად. ამიტომაც მაინცდამაინც ვერ გავიმეორებ და დავიჩემებ ამ ნათქვამს – მაგრამ კარგი ნათქვამია ( თან ლინკდინის თემებს პირდაპირ პასუხობს, ექიშება და ეშამათება ).

whoami

who you wanna be