უტოპიისმსგავსი

ამ სათაურით პოსტი დიდი ხნის წინ შევაგდე “დრაფთში”, თუმცა არ გამიგრძელებია, არაფერი არ დამიწერია. საერთოდ სხვა ემოცია – თუ რაც ქვია – გადმოცემა მინდოდა. ჰმ. ორი დღის წინ ვთქვი – რომ უნდა დამეწერა კონკრეტულ აქტივობაზე პოსტი, რეალურად მძღოლობას ეხება. ამავდროულად მძღოლებზე და საგზაო “წესრიგზე” თუნდაც უწესრიგობაზე საერთოდ ცალკე მინდოდა ერთი პოსტი – მაგრამ როგორც ხედავთ არეულია და ამავდროულად დარეულია ყველაფერი, ამ უწესრიგობაში ვცდილობ მოწესრიგებულად და ამავდროულად არეულად ( შეგნებულად არა – ვფიცავ ) მოგაწოდო-თ რასაც ვფიქრობ.

ჯანდაბა – რაღაცნაირად გამოვიდა ეს – მოგაწოდოთ – თუ რა სისულელეცაა. ( კარგი ახლა – არ დაიწყო თვითკრიტიკული და ირონიული ხარო, ესეც თვით. ან სპეციალურად სტილს ირჩევო, ან რაღაც. არა – ნამუსიანი ( 😀 ) არ ვიყო თუ რამეს ვაკეთებდე იმნაირად. ) ახლახან მოვედი და დავიწყე წერა.

მოკლედ – შეიძლება პოსტი და სათაური დიდი მონდომებით დააკავშირო და ამისთვის ცალკე ოვაციები გეკუთვნის-თ. აქამომდე თუ მოხვედი ზოგადად – ისედაც მარტო დაგიკრავდი ” ტაშს ” – მაგრამ Who am i to judge – მიყვარს ეს სიტყვების კასკადი. ( მიყვარს კიდე ცალკე ფენომენია )

მძღოლი

ვინ ვარ მე – რომ რამეს ვხსნიდე? ხო? პირველ რიგში ამით უნდა დავიწყოთ, ეს არარის თავის დამდაბლება ან რამე თავდაჯერებულობის ნაკლებობა, ნო, ნო, სხვა ამბავია. უნდა ავხსნა რა – თქვენის ნებართვით.

შორიდან რომ შეხედო ( Long shot ) სერიოზული პასუხისმგებლობის მქონე პირია მძღოლი. რაღაც სპეციფიურ უნარებს რომ თავი დავანებოთ, ჩვევებს. მგონია რომ უსერიოზულეს გადაწყვეტილებებს იღებს მძღოლი – როდესაც გზაზე მოძრაობს. ახლოდან (closeup ) შეიძლება თქვას ადამიანმა – რომ რაუჭირს ისწავლა გაატარა, გამოატარა, რაუნდა – მიეჩვევა, წავა-წამოვა. სინამდვილეში ამ ახლო კადრიდანაც პრობლემურია მძღოლობა. რამდენი მანქანა ჩაუვლის ერთმანეთს, რამდენ ქვეითს გაუვლის მანქანა, ველოსიპედისტს, მოტოციკლისტს, ( რამდენი სატრანსპორტო საშუალებები “გაიჩითა” ამ ბოლო პერიოდში და ) – ხო და ამდენი ამბის ჩატარება – ისე რომ შენი სხეულივით იგრძნო – რაღაც მოწყობილობა და არამარტო შენს არამედ სხვის სიცოცხლეზეც და უსაფრთხოებაზეც აიღო პასუხისმგებლობა – სერიოზული ამბავია ჩემო კარგო-ებო. აი ამ ყველაფრის მერე უნარებიც რომ ზედ აქვს მძღოლს – რომ გაცილებით ეფექტურად და სანახაობრივად მართოს სატრანსპორტო საშუალება – აქ უკვე უნდა ისიამოვნო ცქერით, მგზავრობით ან რავიცი რითიც გინდა.

პიროვნება

რას დავაკვირდი იცი ? დაახლოებით 20 წელია საჭესთან ვარ. +- . 15 წელი გავიდა, რაც მართვის მოწმობა მაქვს. ოფიციალურად. ხოდა გინდა არ გინდა მაინც აკვირდები ხალხს, ისედაც ხო ვაკვირდები არა? (ვაკვირდებოდი და სავარაუდოდ დავაკვირდები) – ხოდა ვფიქრობ რანაირი ადამიანიც არის თვითონ პიროვნება დაახლოებით იგივენაირად მართლავს ავტომობილს – ფაქტია არის გამონაკლისებიც მაგრამ აი რანაირად მოახერხა საკუთარი თავის გაშლა მაგ კუთხით იმის მიხედვით. აი რაღაც გაუზ-რ-დ-ე-ლი ტიპი საჭესთანაც ეგეთია, ცოტა მიუხვედრელი ტიპი – საჭესთანაც ეგეთია. ემპათიური ტიპი მანდაც ეგეთია. არსებობს მდგომარეობა სადაც შეიძლება უბრალოდ მოძრაობის ტემპმა და სულმოლოდინე(სულელების) კასკადმა მოგშალოს ნერვებზე, (ნუ ფეხით სიარულისას შეიძლება ამას უფრო დიდი ძალისხმევა დასჭირდეს) – და ცოტა ” აგრესიაც ” გამოიწვიოს – თუმცა, მაინც აი ვაკვირდები და ხასიათი გადადის საჭესთან. თუ ადამიანი ქარისმფშტვენავია, ნარცისია, თავდაჯერებულობა აკლია ( ანუ ძალიან მინუსებში აქვს ) ზოგადი განათლება აკლია და არიცის სხვისი და მისი საზღვრები – აი ეს “ნარაწივები” 😀 ადამიანს საჭესთან ეტყობა ჩემო კარგო-ებო. ამ ხნის მანძილზე მიწევს ფეხით და საჭესთან ავიტანო ის რაც მაწუხებს. შეიძლება ვიღაცას მეც ვაწუხებდე – არაა გამორიცხული. საერთოდ არ გამოვრიცხავ. თუმცა ახლა ჩემზე ხომ არარის საუბარი? შიგადაშიგ ჩემზეც ვისაუბრებ. რაში გაინტერესებს (ვიცინი) მაგრამ მაინც.

სქესი

სექსი ბევრნაირია, სქესი კი ორი. რეალურად სექსისტი არ ვარ, გამორიცხულია, უბრალოდ არის რაღაც რაც ქალებს უკეთ გამოსდით და კაცებს ნაკლებად და პირიქით. ( ჩემი ქალებისადმი დამოკიდებულება ჩანს ალბათ, ქალების უნარიანობა რომ დავწერე პირველად) – მდაა – თუმცა შეიძლება უკვე გამომლანძღე – საით მიჰყავს საუბარიო იფიქრე არა? – არანაირად. მგონია 2026 წელს, საჭეს სქესი არ აქვს. აქამდე შეიძლებოდა ჰქონოდა, რადგან აბსოლუტური უმეტესობა მძღოლებისა კაცი იყო. აქ არ დავიწყებ იმ სისულელეზე საუბარს პროცენტულად ვინ უკეთესი მძღოლია – რადგან ძირითადად ვისგანაც მწყის გზაზე მათი უმეტესობა კაცია. ასე რომ ამ შემთხვევაში და ბევრ სხვა შემთხვევაშიც ქალებისკენ ვარ, კაცი ვარ და ამიტომ. ( ამასობაში ჩემი სქესიც გავაზიარე, თუმცა ალბათ აქამომდეც მიხვდებოდი-თ )- ერთი დაზუსტება, კაცებში და ქალებში ამ შემთხვევაში სქესზე მეტს ვგულისხმობ, მდედრებს და მამრებს არა. ( you know what I mean ).

მოკლე ისტორია

სქესის თემის გაგრძელება, ბოლო ისტორია – რაზეც გული გამითბა და აღვნიშნე რამდენჯერ – ეს იყო რამდენიმე დღის წინ გზის დათმობა, აი ემპათია ირთვება აქ. – რა ხდება ახლა ( ხო გითხარი ჩემზე შემოვაგდებ შიგადაშიგ მეთქი ) – თუ ვხედავ რომ მასიური მოძრაობაა წინ დაჩემს უკან და ვინმე ცდილობს შემოსვლას გზაჯვარედინზე ან სამგზაგასაყარზე – ვუთმობ, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება 5-10 წამში შეძლოს მოძრაობა, მე ხომ არ ვიცი რა იქნება მერე, ახლა ფაქტობრივად ჩემი ოდნავი შეფერხებით 2-3 წამით და შეიძლება ესეც – არა, ტიპი ჩადგება რიგში, თან ამას მიახლოებამდე ვანიშნებ რომ წამოვიდეს ისე – რომ მე ძალიან შენელება არ მომიწიოს და პროცესი ძალიან ბუნებრივი იყოს. ზოგი ხვდება ამას ზოგი არა. მოკლედ. ბენზინგასამართსადგურზე – რამხელა სიტყვაა – (ვიცი რომ დასაყოფია) მინდოდა შესვლა, გამოდის სამგზაგასაყარზე volkswagen jetta ( ეს მანქანა გულზე არ მეხატება, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მუშაა და ლამის საქართველოს ავტოპარკი გადაარჩინა) გავლა შეეძლო, მეც დაველოდებოდი პრობლემა არიყო ანუ ვაკონტროლებდი სიტუაციას დაბრკოლებას არ ვქმნიდი, გამივლიდნენ ან დამელოდებოდნენ, რეალურად რაც წესია ისე იქნებოდა – მაგრამ – წკაპ ორჯერ მინთებს შორის მაშუქს. აუუ, გაასწორა – ხო გახსოვს კახი კავსაძე რომ ამბობს ვანოს შოუში ( ცხონებული ) პატრულმა რომ გაუშვა მის ნათქვამეზე სხვა მძღოლი და – გაასწორაო – ისე მაგრად ამბობს, აი ეგრე გაასწორა. ავუწიე ხელი მადლობა მეთქი დავუხმოვანსიგნალე და აბა გამოიცანი? ეს არ გამიკვირდებოდა მეთქი მოგატყუებ, მიკვირს სულ, მიუხედავად იმისა რომ აღარ მიკვირს უკვე ისწავლეს დათმობები, აი მაინც ბავშვივით ბედნიერი ვარ ნებისმიერ დათმობაზე და არ ვიცი რა ვქნა, ლამის გადმოვიდე და ხელი ჩამოვართვა – თუმცა ამჯერად გაათმაგდა, ახალგაზრდა ქალი – ნუ კაი გოგო იყო მძღოლი. აი შენი სექსიზმი. რაის სექსიზმი, რამდენი ვაქე და ვადიდე არ იცის ტიპმა, იმენა გაასწორა, აი გამისწორდა, მაგარია, ასეთი ჯიგარი გოგო-ბიჭებით უნდა იყოს სავსე ჩვენი საზოგადოება. რატომ? – ხო ვთქვით – რანაირიც ხარ ისეთი მძღოლი ხარ, იქ თუ აბედნიერებ სხვეს რეალურად ცხოვრებაშიც კაი ტიპი ხარ ხოდა <3 – მოკლედ. ამის თქმა მინდოდა. მეორე დღეს იგივე მანქანა შემხვდა – ( ზოგადად მამახსოვრდება ყველაფერი, ეს თან წყევლაა თან დალოცვა – მაგრამ რავქნა ) იგივენაირად ოსტატურად შემოაყენა სადღაც სადგომზე, გავლით ვიყავი უბრალოდ ნომერი ქონდა განსაკუთრებული ინიციალებით და დამამახსოვრდა, თვითონ პიროვნება დიდად არ მახსოვს მხოლოდ სქესის გარჩევა მოვახერხე. მინდოდა დამეწერა ამაზე.

დრო ხომ არ დაკარგე?

ახლა შეიძლება თქვა – ეს რა წამაკითხე ჩემო შენ, რა ისტორია, რა დრამა, რა ლიტერატურული აბდაუბდა დაწერე და მაკითხებო – შეიძლება თქვა. თუმცა უნდა მეთქვა, მინდოდა მეთქვა. რამდენი რამეა სათქმელი ამ მიმართულებით, რამდენ რამეს ვითვალისწინებ – რომ მოგიყვე – შეიძლება თქვა რომ – ჩემო შენ – ცოტა ვერ ხარ ხო? მაგრამ არაა. თუნდაც ასე იყოს, ვინ არის რო? იმის არიყოს – ამადეოოო მოდილიანიიიიიი – არ იუ მეეეედ? – კაი რა რა შედარებაა, შედარება არა ის. უბრალოდ აღვნიშნე. მეტი არაფერი. ამ პოსტში მუსიკა არ ჩამიკერებია, წინა რომელიღაცაში რამდენიმე გაგიზიარე თუმცა ახლა მომაფიქრდა წერისას უცებ-უცებ, რა ვქნა? what can I do? – მოუსმინე თუ გსურს. ჩემზე უმცროს თანამშრომელს შემთხვევით მოვასმენინე და მაგის მერე რამდენჯერმე აღნიშნა რომ უსმენს – იქნებ იცი, იქნებ არ იცი, იქნებ მოგეწონოს, იქნებ გაგახსენდეს ხოდა მოუსმინე ინებე:
https://www.youtube.com/watch?v=fYa28GpWNlg

აბა ჰასტალუეგო ამიგო-ს