პარალელები 0

სხვათაშორის ამ პოსტს ტელეფონით ვწერ. – ჩვეულებისამებრ კომპიუტერით ვაკეთებ ამ ყველაფერს – ახლა მეტი შეცდომა მექნება ( გრამაწიკული ).

ეს რა სათაურია?!

მესმის, მესმის, მესმის. უბრალოდ ისე აეწყო ყველაფერი, რომ მომინდა რაღაც პარალელებზე მესაუბრა. იდეაში რაღაცას რომ ვამბობთ, სხვა რაღაცასთან მიმართებაში მიმდინარეობს ეს საუბარი, არა ? ან იქნებ არა, ან იქნებ კი – ვის ადარდებს. – გამოჩნდება ვინმე უთუოდ. თუმცა, ახლა ამას აზრი არ აქვს. გვინდა თუ არა, ყოველი ახალი გამოცდილება, ძველ გამოცდილების გავლენით მიიღება. მაგალითად : თუ მოსახვევში მოცურდი, გახსოვს პირველი მოცურება და მეორეზე დაახლოებით იცი სადაც მოცურდები, ისევ მოცურდები თუმცა უკვე ოდნავ ადრე იცი რაღაც, რაც შეიძლება მოხდეს, ვიდრე პირველ ჯერზე. ძალიან აბდაუბდა ნათქვამია მაგრამ მჯერა გამიგებ.

და რა ?

თუ გახსოვს-თ, ტრანსფორმერები. ფენტეზი, ფილმის მეტი ყველაფერია-ო იტყვის მავანი. კიბატონო, გინდა ისე შეხედე, გინდა ასე, ფაქტი ფაქტად რჩება, არიან პერსონაჟები, არიან პერსონაჟები და არიან პერსონაჟები. სამჯერ “ბედესობის” გამო არ გამიმეორებია, დამიჯერე, ერთერთზე შემდეგ პოსტად “მოვალ”, ვაჟასთან პარალელით 😑 რა ვაჟა ძმაო? რა ვაჟა.

მოკლედ – ოპტიმუს პრაიმი გახსოვთ ალბათ, სენტინელ პრაიმიც, (Dark of the Moon) ქვია ამ კონრეტულ ფილმს, როდესაც სენტინელი, ოპტიმუსის ჰუმანურობას გვერდს აუვლის და ძველი პლანეტის გაცოცხლებას და დედამიწის განადგურებას გადაწყვეტს, რაც ბოროტ ძალებსაც აწყობთ – ხდება შემდეგი რამ. ოპტიმუსი რაღაცნაირად დაძლევს სენტინელს, ნუ გასაგებია ფილმის ლოგიკა თუმცა, სიტყვები, “ჩიკო”, სიტყვები. სენტინელი ამბობს: მაპატიე რომ გაგყიდეო, ანუ გიღალატეოსმსგავსი – რაზეც ოპტიმუსი პასუხობს, შენ შენი თავი გაყიდეო და არა მეო. ბოდიშს გიხდი თუ ზუსტად ვერ ვწერ რაც უთხრა – იდეა ესაა. ჰოდა რა მინდოდა მეთქვა – საკუთარ თავს არ განუდგე არასდროს! იყავი ის ვინც ხარ, შენს ოჯახს, მეგობრებს ვიღაც უცხოებს სწორედ ასეთი ეპიტნავები, ( ალბათ ) შენს საყვარელ ადამიანებს ასეთი უყვარხარ! Be you ! შეიძლება ცოტა სისულელეები შემოგეპაროს თუმცა არაუშვას.

სიჩუმე

სიჩუმეში ბევრ რამეს მოუსმენ, გაიხსენე შენი ოცნებები, მიზნები, რა გინდოდა, ვინ იყავი. ოღონდ ძალიან გთხოვ, მინდა 117 ქვეყანაში მოგზაურობა და მის მსოფლიოების გარემოცვაში იახტაზე, და მსგავსი მატერიალუსტური ოცნებები და ფიქრებით შორს ვერ წახვალ 🫠😂 არა, კარგი, რაც გინდა ის იფიქრე და გააკეთე, უბრალოდ იყავი ვინც ხარ და არ გაყიდო საკუთარი თავი!

ტელეფონის კვალობაზე ბევრი შეცდომა არ მაქვს, ან ასე ჩანს.