მუსიკა / სიმღერა – ზოგადად ეს ინდუსტრია, ძალიან საინტერესოა. ვუსმენთ, გვბურძგლავს, იქეთური – აქეთური. ზოგს ვერ ვიტანთ გვძაგს, განა იმიტომ რომ სიმართლეს არ ამბობს, უბრალოდ ძალიან ხისტად ამბობს. ზოგი ლამაზად. მოკლედ, ბევრნაირი ვარიანტები შეიძლება მოგვაფიქრდეს. ჩემს შემთხვევაში ასე მალე პოსტის დაწერას არ ვიფიქრებდი – მაგრამ ახალგაზრდა თაობა. ნუ ახალგაზრდაში ვგულისხმობ ახლა 15 წლიდან 22-25 წლამდე ტიპები? ალბათ არ ვიცი ზუსტი მაგრამ ახლანდელი – ის სასტავი რომელიც უნდა ქმნიდეს “ამინდს” ანუ სილაღეს და სიხასიათეს. აი ეგ სასტავი, ზუსტად ვიცი ხვდები რასაც ვგულისხმობ. – აქ რა მოსატანია და სამეგრელოში ვიცით: ” ხოლო ძალამ რე “( ძამ ) – ეგ შეეფერებათ. კიდე კარგად არიან და კიდე რაც არიან მადლობა განგებას, ისეთი წინა თაობის ხელში და ისეთ პროცესებში გაზრდილი ნუ “გაზრდილი” სასტავი, კიდე კარგად მიდი-მოდიან. არ მინდა “ვასხა” ლაფი, უბრალოდ მილენიალები ის სასტავი ვართ, ვისაც მამებისა და შვილების თაობა თანაბრად არგვევასება. ჩვენს წინა სასტავს სხვანაირი დამოკიდებულება ქონდა უფროსების მიმართ, ძირითადად არ მოსწონთ ახალი თაობა. ჩვენ მილენიალებს მგონი არც წინა, არც შემდგომი და არც ჩვენი თაობა არ მოგვწონს. კაი კერკეტი კაკალი სასტავი ვართ. ფაქტია ყველას არ ეხება და ზოგადად როცა რამეს ვამბობ ყველას არ ეხება. – აქვე შეიძლება თქვა – ყოველჯერზე უნდა გამოგეკიდო თუ ვის ეხება და ვის არა? დიაააახ!. ყოველჯერზე უნდა გავისიგრძეგანოთ, რომ ყველაფერი არაფერია, არაფერი ყველაფერი – თუ რაღაც ამდაგვარი. ( ბრუსი მახსენდება, ბრიუსი. ბრიუს ლიიიიიიი – be water my friend )
თაობა? ახალი?
უცნობი იცი ალბათ. უცნობი აი ის უცნობი. გასაგებია არავის პოპულარიზაციას არ ვცდილობ, ნუ ეს კლასიკოსებს არ ეხებათ მაგრამ ახლა უცებ გამახსენდა ეს ადამიანი და მისი შემოქმედება – https://www.youtube.com/watch?v=VYFKdHp6nyo
ახალი თაობა და მოძრაობა და ლა ლა ლა. ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო, უბრალოდ შედარებით ახალი ლინკი დაგიდე. თავის დროზე როცა ეს გამოვიდა – ჩვენ მილენიალები – ყოველშემთხვევაში (late) ბოლო მილენიალები – რას ვამბობდით იცი.თ? ახალი თაობა არა რაობა. ანუ ასე გავრითმეთ, არა არა – რაობა რაობა. ლალალა. ლალალა. ცოტა სხვანაირად გეგონა დავწერდი, შეიძლება რაღაც ჩაგწყდა გულში, გეგონა რომ მაინცდამაინც ცუდს ვერ ვიტყვი – თუმცა, საშინლად იმედგაცრუებული ვარ. ადრე მახსოვდა – ჩემს სიყმაწვილეში, უფროსი ხალხი ამბობდა – ამ ახლებმა არაფერი იციან, არც პატივისცემა – არც არაფერი. არადა რეალურად პატივს კარგად და მაგრად ვცემდით, ანუ რეალურად ურთიერთობაში უპატივცემლობა არ მახსენდება. პრობლემა იყო – რომ მათ უნდოდათ ჩვენი გადაწყვეტილებები ყოფილიყო მათი მიღებული, უფროსწორად ჩვენ გვეთქვა და გადაგვეწყვიტა ზუსტად ისე-როგორც თვითონ სურდათ. აი ეს ვერ გვაპატიეს. და ახლა რა ხდება, ფაქტია რა გადაწყვეტილებაზეა საუბარი – 0 – “ტოლერანტობა” 0 ეთიკა, 0 ყველაფერი. ყველას არ ეხება ფაქტია, ვიცნობ ძააააააააააალიან ბევრ ბიჭებს, გოგოებს, ძალიან მიყვარს ახლები, 10 წლის უმცროსები ჩემზე, ვერ იგრძნობ კაცი ასაკის სხვაობას ( ალბათ მეც ასე ვექცევი ) და ძალიან ასწორებს. არ მიჭირს მათთან. თუმცა არის უმეტესი ნაწილი 51% მაინც ( უაჰაჰაჰაჰა – ეს ხო იცი კლასიკური უმეტესობის ვარიანტია ) – რომელიც მყაყეა. არ ვიცი ესენი სად გაიზარდნენ, ვინ გაზარდა, რა “ქუჩაში” გაიზარდნენ, ჩემს ყმაწვილკაცობაში ქუჩაში უზრდელობას არ გაპატიებდა არავინ, პირიქით, ზრდილობიანი უნდა ყოფილიყო ყველა. საქმეც ეგარის, არაფერი – კონკრეტული ინტერესი არ აქვს გარკვეულ ჯგუფს. არ იციან რა აინტერესებთ, არ იციან საერთოდ რა შეიძლება უნდოდეთ, ამასთან ერთად არანაირი “ნავარჯიშები” მენტალობა არ აქვთ, არც რაიმე კონკრეტული მიმართულება. ვაკვირდები – მერწმუნე ძალიან ბევრთან მაქვს შეხება, კონკრეტული არაფერი აინტერესებთ. ძალიან ცოტაა ვისაც მანქანები აინტერესებს. აი ხო შეიძლება ყველაფერი გეკიდოს, მანქანა როგორ არ უნდა გაინტერესებდეს. წარმოდგენა არ მაქვს. აი ეგეც კიდიათ. ვერ ერკვევა ტიპი. არც არის აუცილებელი. რამეზე ხომ უნდა ნერვიულობდე ? ხომ უნდა გინდოდეს? წარმოდგენა არ მაქვს.
გზად
გზაში. გზაში მხვდებიან ასეთი არაფრის მომცემი სახით მოძრავი სასტავი, რავიცი შეიძლება ვინმე მათი ასაკის ტიპმაც წაიკითხოს ეს, დარმწუნებული ვარ იცნობს “თანაასაკელებს” – რატომ? იმიტომ რომ ბევრია ვინც ძალიან, ძალიან კარგი ადამიანია. ერკვევა ბევრ რამეში და ზოგადად ზრდილი და ზრდილობიანია. აი ეს სასტავი, ამჩემფეხური, “მე” – ზე აწყობილი – რომელიც რეალურად არც “მე” – ზე მუშაობს – ძალიან, ძალიან ზედმეტი ტვირთია საზოგადოებისთვის. რამხელა რამეს ვამბობ არა? აი რეალურად ამ 2026 წლის მერე – ისეთ პროცესები მიმდინარეობს, ხელის საქმესაც პროფესიონალიზმი სჭირდება, ფაქტობრივად “უაზრო” ძალისმიერი საქმეც აღარ იქნება. რა ეშველება ამ ხალხს? – თავი რომ დავანებოთ მათ უკიდეგანო უზრდელობას და გაუზრდელობას. – მოკლედ – ვერაფერს შევცვლი. ადამიანის ჩამოყალიბებას წლები – ნაბიჯები სჭირდება. ასე ერთიანად გამოასწორო – ის ხო არაა :)))
გზის გარეშე / ” შენობაში “
დამიჯერე მეგობარო, ბევრი მინახავს შენობაშიც. ოთახშიც. ვგულისხმობ “ტრენინგებს”, “კურსებს” თუ რაც ქვია ამ ყველაფერს. ასტრალში მყოფი ადამიანი ძალიან ადვილი დასანახია. აიტ. შენ როგორი იყავი ერთი-ო შეიძლება იკითხო? დიახ. როგორი ვიყავით? ზუსტად გეტყვი, ჩვენ ხომ მილენიალები ვართ, ყველას ერთნაირად ” ვასხამთ ” ლაფს. დღეს – თუ ვინ ვარ მე – არის მხოლოდ და მხოლოდ ინტერენეტთან წვდომის დამსახურება. არაფერი მოუცია უნივერსიტეტის, გარდა რამდენიმე ძალიან მაგარი ადამიანის ( პიროვნულად ) წინადადებისა, რომელიც დღემდე მახსოვს, ვიყენებ, ფილოსოფიურად შევხედე და ა.შ. მოკლედ ძალიან ტყუილად დავკარგე წლები, არაფერი იყო, საერთოდ არაფერი. ახლა ამის ფონზე – რომ ვაკვირდები, ვინმე ისეთი რომ მყოლოდა, როგორიც პირობითად ვამბობ – მე შეიძლება ვიყო – რომელიმე “ტრენინგის” მონაწილისთვის, გაცილებით ადრე “დავხელოვნდებოდი” იმაში რაშიც ჯერ არ ვარ დახელოვნებული. აი ეს არის სხვაობა, საინტერესო დროში ვცხოვრობთ, ეს დრო და გარემოებები გეომეტრიული პროგრესიის მქონე დაშორებებით შეიძლება აცდეს ერთმანეთს. საიდან სად წავედი. საიდან სად. კიდე კარგად ვერ გეუბნები ჩემს გულის ნადებს. არ მინდა ძალიან “ლაფის მსხმელი” გამოვჩნდე, არადა საკუთარი თავის მიმართაც ძალიან კრიტიკული ვარ. ესაა და ეს.
მოგწყინდა ალბათ
მოკლედ, დღეს საღამოს მოხდა პატარა უსიამოვნო ფაქტი, არაფერი ისეთი, აი ჩემს ადგილას სხვა ყურადღებას არ მიაქცევდა, თუმცა ხომ გახსოვს ხანდახან თავი ვაჟა მგონია. მაგრამ ვაჟა არ ვარ და ძალიან ძალიან გააბრაზა ერთ-ერთი მე. ამ უტიფრად მოყურყუტე თვალებმა.
ასტალავისტა მეგობარო