მიმოიხედე

ყმაწვილკაცობიდან მახსოვს ამბობდნენ: “მიიხედე, მოიხედე, სულელი ნუ იქნები”-ო. სათქმელი რა არის? მიიხედ მოიხედე. ნუ იქნები სულელი. სინამდვილეში მხოლოდ იმის გამო, რომ რაღაც “შანსები” დაინახო ირგვლივ ან რამე აქტივობაში ჩაება – ეს არარის მიზეზი ამ მოწოდებისა. პერსპექტივას გააჩნია – თუმცა მიმოიხედე შეიძლება გაცილებით დიდ დატვირთვას ატარებდეს. მაგალითად: გაჩერდი, შეხედე შენს თავს შორიდან – ან რამე ამდაგვარი :)) შეიძლება დაღლილი ხარ, ემოციურადაც და ფიზიკურადაც, თუ სამკვდრო / სასიცოცხლო სიტუაცია არარის აუცილებლად უნდა გაჩერდე. დაღლა –

დაღლა

არსებობს ასეთი მუსიკა Sam Mcclain _ ის I’m tired of these (low down) blues. ხმაში იგრძნობა ის დაღლა, ემოციური, თან ისეთ რომ დაღლაც არარის. რაღაც სხვაა. რას ვაკეთებ ახლა ? ვწერ

აქ შეწყვეტა მომიწია და მეორე დღის საღამოს ვაგრძელებ. მოკლედ ძალიან რთულია გავიხსენო რა მინდოდა, როცა დავიწყე ამის წერა. თუმცა სამსახურში ვიყავი მივაგდე ყველა საქმე ( ისედაც მიგდებულივით არარის? ) და დავიწყე რაღაც იმდაგვარზე საუბარი, რაც იაპონელებმა ცხოვრების წესად დაამკვიდრეს, ანუ ბოლომდე არ წურავენო საკუთარ თავს, ყოველთვის იტოვებენო რესურსს. არადა იაპონელების აქვთ ფრაზა რომელიც აღნიშნავს სამსახურში ან სამუშაოზე სიკვდილს, რა გამოდის? სიკვდილამდე მუშაობა თუ რაღაც ამდაგვარი. მიდი ახლა და საქართველოში დაბადებულმა კაცმა გაიგე რა ხდება რეალურად 🙂

ყველაფრის მიმართ შეიძლება ინტერესი გამოიჩინო და ყველას ყოველთვის ექნება რაიმე მოსაზრება ამის შესახებ. მთავარია – რომ

და ისევ გაწყდა. მოკლედ, კარგა ხნის მერე ( არ ვიცი რამდენი დღე გავიდა ) ვაგრძელებ წერას. დავხედე სათაურს, პოსტის სახელს, და ვაგრძელებ ბოლო წინადადების კითხვის მერე წერას. როგორც უწინ გითხარით აქ ყველაფერი პირდაპირ იწერება, ალბათ იმიტომ – რომ ვიღაცას – ვისაც – რაღაც ამდაგვარი ქარები უქრის – უფრო მოემალამოება. წარმოდგენა არამაქვს იმ დღეს რა ემოცია მქონდა – თუმცა კარგი არაფერი მექნებოდა ფაქტია, რატომ დავწერე მიმოიხედე და რა იყო ამის სასხლეტი, ჩახმახი, “ტრიგერი” როგორც უმეტესობა “თანამედროვე” იტყოდა. საერთოდ ყველაფერი ფარდობითია, ფარდობითობაც და ეს “ნაბჟუტურალიც” მაგრამ მინდა გაახალგაზრდავდეს შემეცნება, თვითშემეცნება. გაცილებით ადრე მივხვდეთ რა და როგორ უნდა წარვმართოთ, ესეც ფარდობითია, თუმცა ყველა ამ ცხოვრების ფერხულში ვართ და ამაზე შეთანხმებულები ვართ ( ჩვენგანდამოუკიდებლად ), შესაბამისად რაღაც სტანდარტები არსებობს და მაგ სტანდარტების გადახალისებას ვწადილობ.

ირგვლივ უნდა მიმოვიხედოთ, აუცილებლად. მჯერა ამ მიმოიხედეს უკან ძალიან ბევრი სხვა ამბავი იმალებოდა მაშინ, რასაც გავშლიდი მაგრამ ახლა “მუზა არ მაქვს” ამ თემას დავიმახსოვრებ და შემდეგ თემებში გავავლებ პარალელს. სხვა ყველა სიკეთესთან ერთად ეს ცხოვრება პარალელებია, გასავლები და არგასავლები.