ფარდობითობის მარყუჟი

ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა. იყო დრო, იყო, ნუ არის და იქნება, თუმცა ზუსტად ვიცოდი ოდესმე ასე ვიტყოდი და დავიწყებდი საუბარს იმ წარსულ-ამბებზე რაზეც მინდა ხოლმე დავწერო. თუმცა – ახლა საერთოდ სხვა ემოციები მაწუხებს, გქონია შეგრძნება თითქოს ყველაფერში ხარ და თან არაფერში, თითქოს გაუგე ყველაფერს და მათ შორის ვერაფერს და ეს ბუნებრივია, სწორეს ეს გაუგებრობაა არის გაგება და ეს ბუნებრივია.

ძველი ამბავი

გასაგებია ფარდობითობის თეორია და ფიზიკა. ვინ ვარ მე – რომ ამის ახსნა დავიწყო – ხელმისაწვდომია, ინტერპრეტაციებს არ გვპატიობს ზუსტი მეცნიერება ამიტომ პირდაპირ იქ გაეცნო სჯობს. შესაბამისად მხოლოდ იმ ამბავს მოვყვები – რომელიც თან იუმორისტულია, თან არაფერში არ წერია, თან აზრიც დევს, თან რა თან რა. იუმორინა ხომ გახსოვს? – ნუ ვის არ ახსოვს, წელი არ მახსოვს აი ახლანდელი ქალები რომ გოგუშკები იყვნენ იმ დროინდელი ამბები, მის საქართველოები და ამბები რომ იყვნენ “ცვეტში” – მოკლედ ერთი პატარა კაცი რომ გამოვარდა მონოლოგით გოგოებთან ფოტო გადაიღო და მოყვა თავისი ისტორია. ვინმე ” დევი ” პატარა კაცი. მანდ სიმთვრალის სტადიებზე და ფარდობითობის თეორიაზე ისაუბრა. თითქოს ფიზიკოსმა აუხსნა თუ რას ნიშნავს ფარდობითობა – თავზე 3 ღერი თმა ძალიან ცოტაა აი საჭმელში უკვე ზედმეტიაო. ნუ აზრი ყველასთვის ნათელი და გასაგებია. სულ ამაზე ვფიქრობდი რაც თავი მახსოვს, ყველა აქტივობაში, მიდგომაში, მოდგომაში. სულ ეს ერთიდაიგივე მიტრიალებს თავში. ფარდობითობითობის შეგრძნება და მოთხოვნილება რაღაც ბალანსის ფორმას აძლევს ჩემს სინდისს. სინდისზე – კი სულ ილია მახსენდება, ჩემი ღმერთი, მსაჯული არის ჩემი სინდისიო. ხო? იქნებ ვცდები. Who am I – რომ არ შევცდე ხო? უაჰაჰაჰა. მოკლედ – ეს მომენტი სულ მაწუხებდა და ახლაც იქნებ გადაკითხვისას იფიქრო – რას მიედება და მოედებაო ეს ტიპიო? იქნებ მართალიც ხარ – იქნებ ცდები. ვინ იცის? ესეც ფარდობითია. ვამბობდი ადრე რომ ყველაფერი ფარდობითია. კაცმა არ იცის რას ვგულისხმობდი, ყველა იმას იგებდა რაც უნდოდა, ან მეთანხმებოდნენ ან არა. საერთოდ ნუ იფიქრებ რომ ყოველ დღე ამ დილემაში ვიყავი დათანხმება/არდათანხმების. პრობლემა იყო, არის და იქნება ის რომ ეს სიტყვაც ფარდობითია და ვის როგორც უნდა ისე გაიგებს შენს მიდგომას, ამიტომ ჩვენ ჩვენდაუნებურად მოგვწონს – დიდი ხნის მანძილზე – ადამიანები ვინც alike არიან, გვგვანან, ანუ ჩვენი ფარდობითობითობის შეგრძნება მათსას გავს / ან / პირიქით, უბრალოდ იდენტური არასოდესაა ( ესეც მათემატიკის მიდგომებიდან უნდა ავიღოთ ) – მაქსიმალურად უახლოვდება მაგრამ იგივე არ ხდება. ახლა ამაზეც შეიძლება გამომეკიდო, თქვა რომ იცი რა? მომწონს ადამიანი რომელიც საერთოდ არ მგავს. No Problem. რა პრობლემაა? ეს ამას არ გამორიცხავს, – რეალურად ეს პრობლემა ერსაც გვაქვს და მსოფლიოშიც არის, ან ერთი ან მეორე, მუდმივად რაღაც არჩევანია, რაღაც ორივე მიიღო ვერ. იმასაც იტყვი არჩევანია ცხოვრებაო, მაგრამ კიბატონო აირჩიე, რაღაც ჩხუბობ. ხო ხვდები არა? BMW თუ Mercedes, ეს პარტია თუ ის, კოკა თუ პეფსი, ქერა თუ შავრგემანი. Daaaaaaaaa faaaaaaaaaaaaaq მეგობარო? რეებს იძახი, ყველაფერზე თუ თუ არ შეიძლება – ნუ ესეც ფარდობითია და გააჩნია – არიან ხალხი ვინც ასეა. ხო ხვდები რამდენად ინდივიდუალურია ეს ყველაფერი? და ამიტომაც ყველაფერი ფარდობითია მეთქი გავიძახი.

უბრალოდ ამბავი

ამბავი და რამე განსაკუთრებული არა. მინდა გაგიზიარო რას მდგომარეობა მაქვს? არა რას ვფიქრობ ზოგადად – და რატომ ეს ფარდობითობა – და ” განათებას გააჩნია ” – მიდგომა. ( განათებას გააჩნიას ამბობს ჯეკ ბეღურას მამა, კაპიტან ტიგიიიი 🙂 )

– ერთ დღიანი პაუზა, 1 დღე გამოვტოვე და ისე ვაგრძელებ ამის წერას.

განათებას გააჩნია და “ყველაფერი” ფარდობითია ( თუნდაც ეს ნათქვამიც ) ერთი “ჩორწია” – მოკლედ ბევრი ვწერე ალბათ ზემოთ, ჯერ არ ავსულვარ პირდაპირ დავიწყე გაჩერებულზე, ალბათ მეტად ან ნაკლებად სათქმელი ვთქვი. ვეცდები ეს პაუზები “კატასტროფიკო” არ იყოს პოსტისთვის.

საქმე რა არის იცი-თ? / მეგრულად მუშა რე საქმე? – რომ იკითხავენ – ვპასუხობ, მუშა – ანუ მომუშავე ადამიანია საქმე თორე მაყურებელი სავსეა მეთქი. უაჰაჰა. რაშუაშია მაგრამ – ზუსტად ეგაა, ეს ფარდობითობა და მთელი კითხვისნიშნები, რეგულირდება სტანდარტებით. ნათელი მაგალითია მართვის წესები / საგზაო წესები. ყველა რომ თავის ნებაზე “დატრიპაჩობდეს” ასე არ გამოვა ( თუმცა მავანნი მაინც ახერხებენ ამას ) – მოკლედ, ვთანხმდებით რაღაცნაირად და ამ წესებით და ამ რაღაც შეთანმების საფუძველზე ვიწყებთ მოქმედებას. ეს რომ არ არსებობდეს – რაღაცეები გაგვიჭირდება, კიარადა ბევრი რამე გაგვიჭირდება, აი ადამიანურ ნაწილში – ახლა რა კრიზისებიც არსებობს – ამას ალბათ მინიმუმ ის მიდგომა მაინც გამოასწორებდა აი, როგორ გითხრა, სხვის ადგილას თავის წარმოდგენა : მაგ: პარკინგზე 2 ადგილს არ დავიკავებ – რადგან მე რომ იგივე ვნახო “გამიტყდება” ცუდს ვიფიქრებ. “მარკეტში” ტექნიკურად წინ გაჭრა – რიგის დამოკლება, ცუდად ჩანს, არ მინდა იგივე გამიკეთონ, არც მე გავაკეთებ. უადგილო ადგილას ” გადასწრება ” საფრთხის შექმნა სხვისთვის, შეფერხება და ა.შ. – მოკლედ უამრავი რამე შეიძლება იფიქრო, სხვისი თვალით დანახული, რომ შენ არ გააკეთო იგივე. ანუ მინიმუმ ეს მაინც არის საჭირო – ჰარმონიისკენ მიმავალი გზის საპოვნელად, თუ უშუალოდ გზაზე არ აღმოვჩნდებით – ვიპოვოთ მაინც.

სადღაც მეალტრუიზმება ეს აპოგეა. ალბათ იფიქრებ-თ რა ტვინი შემიჭამა ამ ალტრუმალტრუიზმითო – მაგრამ ფაქტი სახეზეა, რაღაც დოზით უნდა იყო – რომ სხვის ადგილას წარმოიდგინო. who knows.

ასეა თუ ისეა შეიძლება არც არაფერი იყოს საშველი, ან საშველი არც არაფერი იყოს, მაგრამ. ჯერდაჯერობით.